Massage for Women/მასაჟი ქალბატონებისთვის


მომქანცველი დღის შემდეგ ცოტა დრო გვრჩება იმისთვის, რომ თავს მოვუაროთ, ან, სულაც, ცოტა ხნით მარტო დავრჩეთ საკუთარ თავთან, დავისვენოთ და მოვდუნდეთ, რადგან მეორე დილით იგივე განმეორდება: სამსახური, შეხვედრები, ვიზიტები… არადა, აუცილებელია (სურვილს რომ თავი დავანებოთ), მხნედ და ლამაზად გამოვიყურებოდეთ. ამიტომ, სხვა გზა არ არის, უნდა შევიწუხოთ თავი და ყველაზე გამოცდილ ხერხს – მასაჟს მივმართოთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, დამხმარე დაგვჭირდება – (ოჯახის წევრი ან მეგობარი), ან, თუ ამის საშუალება გვაქვს, შეგვიძლია, თავად კი არ წავიდეთ სალონში, არამედ, მასაჟისტი სახლში გამოვიძახოთ, მაგრამ, აუცილებელია, ვიცოდეთ, რომელი მასაჟი გვჭირდება კონკრეტულ შემთხვევაში.
გაგაცნობთ მასაჟების ყველაზე პოპულარულ სახეობებს:
რელაქს-მასაჟი
აქვს სასიამოვნოდ მომადუნებელი ეფექტი. კეთდება მთელ სხეულზე ან მის ცალკეულ ნაწილებზე: თავზე, კისერზე, სახეზე, ზურგზე, ხელის მტევნებსა და ტერფებზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий