ზუკა დაბნეული მისჩერებოდა კედელზე გაკრულ კენედის აეროპორტის უზარმაზარ სქემას და ცდილობდა დაედგინა ან თვითონ სად იყო ან რომელი გეითიდან მიფრინავდა მისი თვითმფრინავი დალასში. – ეს რა უბედურებაა, აეროპორტში მატარებელი დადის -ფიქრობდა ზუკა, რორც იქნა დაადგინა თუ სად უნდა ჩამჯდარიყო მატარებელში და რომელ გაჩერებაზე უნდა ჩამოსულიყო. დანიშნული ადგილისაკენ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა,გზადაგზა ფანჯრებში იყურებოდა,გარეთთვითმფრინავები როგორც ჩიტები ისე დაფრინავდნენ, ერთი თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკისკენ მიგორავდა, ამ დროს მეორე ბილიკის დასაწყისში ემზადებოდა,მესამეს უკვე ბილიკის ბოლოში ცხვირი ჰქონდა აწეული,მეოთხე მის წინ უკვე ჰაერში იყო,ეს პროცესი შეუჩერებლივ გრძელდებოდა. – სუფთა საგიჟეთია ფიქრობდა ზუკა და ბედნიერი სახით მიაბიჯებდა ნიუ იორკის აეროპორტში. მას მართლაც საოცრად გაუმართლა, საკმაოდ რთულ კონკურსში მოიპოვა 1 წლიანი სასწავლო პროგრამა Dallas Language Institute – ში