გოგონები, მასტურბაცია და სირცხვილი

ყველას ჰყავს ერთი მეგობარი, რომელიც დაუფიქრებლად საუბრობს, არ ეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირების და იშვიათად ფიქრობს გარშემო მყოფებზე. ჩემს ასეთ მეგობარს, რომელსაც პირობითად სარას დავარქმევ, არასდროს არ ეშინია, მოყვეს, რას აკეთებდა წინა ღამით და სულ არ ადარდებს, რამდენი ადამიანი უსმენს. ამიტომ, როდესაც სარა საუბარს იწყებს ფრაზით „წუხელ ვმასტურბირებდი და…“ ის არასდროს არ აქცევს ყურადღებას სხვების რეაქციას. თუმცა მე ვამჩნევ, რომ მის გარშემო მყოფი გოგონები ან ზიზღით უყურებენ ან სულაც ჩუმდებიან. ძალიან უცნაურია, როგორ შეიძლება ერთი გოგო ასეთი გულწრფელი იყოს თავის სექსუალურ ცხოვრებაზე, მაშინ, როდესაც სხვებს ასე სცხვენიათ და შეიძლება ეზიზღებათ კიდეც მათი ცხოვრების ეს ნაწილი.


დროა, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს. დროა, საკუთარ თავზე ავიღოთ ჩვენივე სხეულის კონტროლი და ვიამაყოთ იმ სიამოვნებით, რისი მოცემაც ჩვენსავე სხეულს შეუძლია. დროა, ყველა ქალი სარას დაემსგავსოს.
ეს არის სიამოვნების მიღების უსაფრთხო გზა, როცა თავს მთის მწვერვალზე გრძნობ.
გოგონებიც სექსუალური არსებები არიან
შემდეგში, როცა მაღაზიაში მოხვდები, ერთი წუთი დაუთმე ქალებისთვის განკუთვნილ ჟურნალებს. დიდი დრო არ დაგჭირდება ასეთი სათაურის სანახავად: „10 ახალი გზა, როგორ ასიამოვნო შენს მამაკაცს“. მაგალითად, ჟურნალი კოსმოპოლიტენი სწორედ ასეთი სათაურებითაა ცნობილი. თუმცა, თუ მართლა დაფიქრდები, შეამჩნევ, რომ ეს სტატიები იმაზეა, როგორ ვასიამოვნოთ მამაკაცებს, რაც სტატიას მამაკაცისთვის სასარგებლოს ხდის და არა ქალისთვის.
სად არის სტატიები იმაზე, როგორ ვასიამოვნოთ ქალებს? რატომ არ ფიქრობს კოსმო საკუთარი მკითხველისთვის, ქალებისთვის სიამოვნების მინიჭებაზე? მეტიც, სად არის გარეკანის ისტორიები, როგორ ვასიამოვნოთ საკუთარ თავს? ჟურნალი, რომელიც ცნობილია საკუთარი სტატიებით საზღვრების გარღვევით, დუმს და არაფერს აკეთებს, რომ მასტურბაციის შესახებ სტატიები გარეკანზე გამოიტანოს. რატომ?
საქმე იმაშია, რომ ქალებს, განსაკუთრებით კი მოზარდ გოგონებს, სცხვენიათ, რომ სექსუალური არსებები არიან და ერიდებიან საკუთარი სექსუალობის შესწავლას. ამ სირცხვილმა შეიძლება გოგონებში დაბადოს შიში, რომ მათ „ბოზის“ იარლიყს მიაკერებენ ან პრობლემა შეექმნებათ მშობლებთან, რადგან „საკმარისად დიდები არ არიან“ იმისთვის, რომ ასე მოიქცნენ.
იცნობდე საკუთარ სხეულს
მიუხედავად იმისა, რას ჩაგვჩიჩინებს სამყარო, ბევრი გოგონა მასტურბირებს. თუმცა ძალიან ცოტას თუ იპოვით, ვინც ამას აღიარებს, ვინც გამოვა და ღიად დაუჭერს ამას მხარს. არსებობენ გოგონები, რომლებიც არასდროს არ ახსენებენ და საიდუმლოდ ინახავენ. ზოგიერთი გოგონა, რომელიც ამ სტატიისთვის გამოვკითხეთ, აღიარებს, რომ მასტურბიერებს, თუმცა ეშინია, რომ ამაზე პირდაპირ დავწერთ.
ქალების მასტურბაციის გარშემო სირცხვილი ძალიან მავნებელია, რადგან გოგონები თავს ცუდად გრძნობენ საკუთარ სხეულსა და ასეთ ბუნებრივ მოთხოვნილებასთან დაკავშირებით. გოგონა თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს საკუთარ სხეულთან, რაც ისედაც ასეთი რთულია მოზარდობის ასაკში. მსოფლიო და ზრდასრულები კი თავს ცუდად აგრძნობინებენ, თუკი საკუთარი თავის სიამოვნებას ან საკუთარი სხეულის შეცნობას ცდილობს. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს დაწესებული ჩარჩოები, თუ როგორი უნდა იყოს გოგონა. გოგონებს ნამდვილად აღარ სჭირდებათ ასეთი შეზღუდვები.
საკუთარი სხეულის ცოდნა ასაკის მატებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთადერთი სხეულია, რაც გაქვს, და უნდა იცოდე, როგორ გიყვარდეს იგი იმის ფონზე, რომ შენ ირგვლივ ყველა გასწავლის, როგორ უნდა გამოიყურებოდეს და მუშაობდეს. მასტურბაცია შეიძლება დაგეხმაროს ამაში. თუმცა თუ ამის გაკეთება არ გსიამოვნებს, ესეც არ არის პრობლემა.
მასტურბაცია ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ყველა გოგონას უნდა შეეძლოს ამ სიამოვნების მიღება. მაგალითად, მას შეუძლია სტრესისა და სპაზმების მოხსნა. ის საშუალებას აძლევს ადამიანებს, ცოტაოდენი დრო საკუთარ თავსაც დაუთმონ. მასტურბაცია დიდი სიამოვნებაა. როგორც ჯილიანი ამბობს: „ეს კარგია, ეს თავს კარგად გაგრძნობინებს“.
მასტურბაცია მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი. ის გეხმარება, აღმოაჩინო, რა მოგწონს. მასტურბაციის მეშვეობით შეგიძლია სხვადასხვა რამ სცადო და გაიგო, ზუსტად რა მოგწონს. მასტურბაცია სექსს ნკლებად გამაღიზიანებელს ხდის, რადგან, როცა დრო მოდის, შეგიძლია პარტნიორს აჩვენო, რა მოგწონს. თუმცა, თუ სექსისთვის ჯერ მზად არ ხარ, მაგრამ გინდა, მეტი იცოდე, მასტურბაცია შესანიშნავი გზაა. ეს არის სიამოვნების მიღების უსაფრთხო გზა, როდესაც თავი მთის მწვერვალზე გგონია. მასტურბაციის დროს არ გიწევს ფიქრი დაფეხმძიმებასა და სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებზე. არც სხვა ადამიანი არ გჭირდება იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო.
ავტორი: ჯილიან ჰატჩერი

Комментариев нет:

Отправить комментарий