როცა ერთ მშვენიერ საღამოს უბრალოდ სექსი მოგინდება..


სხვაგან როგორ ხდება არ ვიცი, მაგრამ, თბილისი ნამდვილად ის ქალაქია, 
რომელშიც მარტოხელა გოგოს, ერთ მშვენიერ საღამოს უბრალოდ სექსი რომ გინდოდეს, 
ამას თავისუფლად ვერ მოახერხებ – სულ რაღაც ორი ვარიანტი გაქვს: 

1. დაურეკო ყოფილ პარტნიორს (თუმცა, საკითხავია გინდა კი ისევ მასთან?..) 

2. პირველივე შემხვედრთან დაკავდე ერთი ღამის სექსით. ( ამ შემთვევაში, კი 
არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ შენი "რჩეული" გამოდგება ამ განსაკუთრებული 
საღმოსთვის. ) 


ჩვენს კულტურაში, ერთჯერადი სექსი არც თუ ისე ხშირი და „ჩვეულებრივი" 
ფენომენია. უფრო ზუსტად კი, მგონი გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. 
აბსოლუტურად შესაძლებელია, ეს სპონტანური, ცხოვრების გახალისებისათვის 
ჩადენილი სიგიჟე ნამდვილ კოშმარად გექცეს. 

ერთმა ჩემმა მეგობარმა ჩათვალა, რომ პირველივე შემხვედრთან სექსი დაუვიწყარი 
და ყველაზე სასიამოვნო იქნებოდა, – სიამოვნების რა გითხრათ, მაგრამ 
დაუვიწყარი კი ნამდვილად აღმოჩნდა ის „საბედისწერო" ღამე. ერთმა უცნობმა 
ლიკუნას შუა პროცესში უთხრა, რომ ცოლი ყავდა, მეორეს, კი რომელთანაც იმავე 
საღამოს გამოსწორებას ცდილობდა, უბრალოდ არ „აუდგა". 

არ ვიცი ეს ლიკუნას ბედს დავაბრალო, განუვითარებელ სექს-კულტურას, თუ 
„საყოველთაო" ერექციულ დისფუნქციას, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი ღამის სექსი 
უცნობთან, შეიძლება სულაც არ იყოს ისეთი მიმზიდველი, როგორც ჰოლივუდურ 
ფილმებშია. მეორე მხრივ კი, ადამიანმა ყველაფერი უნდა სცადოსო ნათქვამია… (ნუ 
თუ ყველაფერი არა, რაღაც-რაღაცეები მაინც ) და კიდევ ისიც თქვეს, ვინც არ 
რისკავს, არც შამპანიურს სვამსო.. და ბოლოს და ბოლოს ამ "თეთრ რაშზე 
ამხედრებული" იდეალის ძიებაში როდემდე უნდა შეიკავოს ადამიანმა თავი? 

თუმცა ჩემი რჩევა იქნება ყოველთვის გამოიყენეთ პრეზერვატივი. ფრთხილად! 
შამპანიურის ნაცვლად ბევრი წამლების დალევა არ მოგიწიოთ!

Комментариев нет:

Отправить комментарий