მასტურბაცია არის გენიტალიების თვითსტიმულირება სექსუალური აღგზნების მისაღწევად, როგორც წესი, ორგაზმის განცდამდე. მასტურბაცია ხორციელდება შეხებით, პენისის ან კლიტორის მასაჟით ორგაზმის მიღწევამდე. ქალების ნაწილი მასტურბაციისას ვაგინალურ სტიმულაციას ან სექსუალურ სათამაშოებს იყენებს.
მასტურბაცია ფართოდ გავრცელებული ქცევაა იმ ადამიანებშიც კი, ვისაც სექსუალური პარტნიორი ჰყავს. სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცთა 95% და ქალების 89%-ს მიუმართავს მასტურბაციისთვის. სექსუალური მომწიფების ეტაპზე მასტურბაცია ბავშვებშიც გავრცელებულია და სხეულის შესწავლის პროცესის ნორმალურ ნაწილად ითვლება.
მასტურბაცია სექსუალური ენერგიისგან გათავისუფლების ერთ-ერთი საშუალებაა, ასევე ის უსაფრთხო სექსუალური ალტერნატივაა, რომელსაც თან არ სდევს ორსულობა ან სექსუალური გზით გადამდები დაავადებები. მასტურბაცია ხშირად გამოიყენება სექსუალური დისფუნქციების მკურნალობისას სექსუალური თერაპიის ფარგლებში.
წარსულში მასტურბაცია მენტალური პრობლემის ნიშნად აღიქმებოდა, თუმცა დღესდღეობით მიჩნეულია ნორმალურ, ჯანსაღ, უსაფრთხო სექსუალურ აქტივობად. მასტურბაცია პრობლემად მიიჩნევა მხოლოდ მაშინ, როცა ის ანაცვლებს სექსუალურ აქტივობას პარტნიორთან, სრულდება საჯაროდ ან კომპულსურია და აქვს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, მასტურბაციით შესაძლებელია სექსუალური სიჯანსაღის გაუმჯობესება. მასტურბაცია საშუალებას იძლევა გაიცნო საკუთარი სხეულის ეროტიული პრეფერენციები და გაუზიარო ისინი შენს პარტნიორს.
მასტურბაციისას საქალწულე აპკის გარღვევა შეუძლებელია, თუ არ მოხდა ვაგინალური პენეტრაცია ხელით, ან სექსუალური სათამაშოების გამოყენებით.
მასტურბაცია შესაძლოა გახდეს გაძნელებული ორგაზმის მიზეზი. როცა მასტურბაციისას ორგაზმის მისაღწევად ძლიერ დაწოლას იყენებენ, შესაძლოა შეიქმნას სექსუალური ინტერკურსით იმავე გამოცდილების მიღების პრობლემა. თუ მასტურბაციის შემდეგ სექსუალური კონტაქტით ორგაზმის მიღება გართულებული ან შეუძლებელია, რეკომენდებულია მასტურბაციისგან თავის შეკავება, ან მასტურბაციის ტექნიკის შეცვლა.
ქალებისთვის, ვისაც მასტურბაცია არასდროს უცდია, სპეციალური აპლიკაცია მზადდება.
--
გამომიგზავნეთ თქვენც,თქვენი ინტიმური ისტორია,ფოტო,ვიდეო +18 Get email me: .
pinkani888.reposts@blogger.com
Комментариев нет:
Отправить комментарий