ერთად მოამზადეთ ვახშამი. შეგიძლიათ რამე რეცეპტი გაინაწილოთ ან, სულაც, სხვადასხვა კერძი მოამზადოთ.ერთად წადით სავარჯიშო დარბაზში.ითამაშეთ ბილიარდი.დააწყვილეთ წინდები გარეცხვის შემდეგ. გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, ეს სასიამოვნოც კი შეიძლება იყოს. წინდების დაწყვილების ფონზე, ვინ იცის რაოდენ საინტერესო თემაზე ჩამოვარდეს საუბარი. :)ერთად გააშენეთ ბაღი სახლის ეზოში ან აგარაკზე. ყვავილებიანი ბაღი საუკეთესო გარემოა და ტელევიზორსაც სჯობს.წადით სპექტაკლის სანახავად.ერთად შეცვალეთ რომელიმე ოთახის ინტერიერი სახლში, ან უბრალოდ რამდენიმე ავეჯი გადააადგილეთ.წადით საყიდლებზე და აურჩიეთ ერთმანეთს საჭირო ნივთები.ითამაშეთ სკრებლი. თუ სკრებლი არ მოგწონთ, ქალაქობანათი ჩაანაცვლეთ :)ისეირნეთ სახლთან ახლოს ბავშვებთან ერთად. თუ ბავშვები არ გყავთ – მარტოებმა.მოაწყვეთ პიკნიკი 'პლაჟზე' ან პარკში. შეგიძლიათ თბილისის ზღვის ან რომელიმე ახლოს მდებარე ტბის სანაპირო გამოიყენოთ.გაისეირნეთ ყურძნის ვენახებში. მოძებნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ :)მოხატეთ სახლის ან უკანა ეზოს კედელი (ბავშვებთან ერთად).ითამაშეთ ტენისი.ამოხსენით თავსატეხები ან ააწყვეთ puzzle სურათები.ერთად წაიკითხეთ წიგნი.დაათვალიერეთ და მოაწესრიგეთ ოჯახური ფოტოალბომი. საჭიროების შემთხვევაში, შეავსეთ კიდეც.გადით გარეთ და უყურეთ მზის ჩასვლას.ერთად იარეთ კულინარულ მასტერკლასებზე.დაკავდით იოგათი.წადით ერთად და იყიდეთ ყავა, რომელიც ორივეს მოგეწონებათ.მოაწყვეთ პატარა ექსკურსია ქალაქგარეთ.გაიხსენეთ მუსიკალური ბენდი ან მომღერალი, ვისი მოსმენაც დიდი ხანია გსურდათ, ან წადით უახლოეს ბარში და მოუსმინეთ კარგ, რომანტიკულ მუსიკას.იარეთ ცეკვის გაკვეთილებზე – ტანგო აუცილებლად დაგეხმარებათ;ერთად უყურეთ ფეხბურთს, კალათბურთს, რაგბის.თუ ლუდი ორივეს გიყვართ, უახლოესი ლუდის ქარხნის ან მაღაზიის მონახულებაც არ იქნებოდა ცუდი.ბოულინგი!დაუმალეთ ნივთები ერთმანეთს და მოძებნეთ ერთად.გაისეირნეთ ზოოპარკში.სცადეთ თევზაობა.სცადეთ კანოეთი ან ნავით გასეირნება. სხვათაშორის ზაფხულში საქართველოს მდინარეებზე ჯომარდობის სეზონი იხსნება.შეეჯიბრეთ როლიკებით რბოლაში.იმღერეთ კარაოკეზე.ითამაშეთ ვიდეოთამაშები.წადით მასაჟის სეანსზე.ირბინეთ ერთად.იმუშავეთ სადმე მოხალისედ.ჩაწერეთ ვიდეო ერთად თქვენი ბლოგის ან სოციალური ქსელისთვის.უყურეთ დოკუმენტურ ფილმს ცხოველებზე ან ფრინველებზე. ან უბრალოდ ფილმს უყურეთ.ითამაშეთ გოლფი.ითამაშეთ კალათბურთი.გადით ზღვის სანაპიროზე და ერთად შეაგროვეთ კენჭები და ნიჟარები.ითამაშეთ მონოპოლია.აღადგინეთ თქვენი პირველი პაემანი.სცადეთ სექსი ახალ, ექსტრემალურ ადგილებში, ან უბრალოდ იქ, სადაც დიდი ხანია გინდოდათ. [წაიკითხეთ ჩვენი სტატიები: საინტერესო ადგილები სექსისთვის I, საინტერესო ადგილები სექსისთვის II]წადით სავაჭრო ცენტრში.დასხედით კოცონთან.წადით ლაშქრობაში.ისწავლეთ დაკვრა რაიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე.დაწერეთ სასიყვარულო წერილები და გაცვალეთ.ითამაშეთ რაიმე ძველი, ბავშვობის დროინდელი თამაში.შეცვალეთ თქვენი საძინებლის ინტერიერი: გადააადგილეთ ავეჯი, შეცვალეთ ფარდები…წადით წვიმაში სასეირნოდ. რომანტიკული კოცნაც ნუ დაგავიწყდებათ.წადით კინოში.ისეირნეთ ხელიხელჩაკიდებულებმა.მოაწყვეთ კოსტიუმირებული საღამო.სცადეთ ფიგურული სრიალი.გამოაცხვეთ შოკოლადიანი ორცხობილები.ისეირნეთ ველოსიპედით.აირჩიეთ ავტომობილი, რომელიც ყოველთვის გსურდათ გყოლოდათ და დაგეგმეთ ტესტდრაივი.უყურეთ თქვენი ქორწილის ვიდეოჩანაწერს.გააკეთეთ გენეალოგიური ხე.წადით ნაყინის საჭმელად.სცადეთ კლდეზე ცოცვა.წადით მუზეუმში.ჩაეწერეთ ფიტნესის ვარჯიშებზე.გააკეთეთ ნაყინი სახლში.ივახშმეთ ნავში ან მატარებელში.გააკეთეთ სუში სახლში.წადით სტრიპტიზ კლუბში.უბრალოდ დაწექით მიწაზე და შეხედეთ ვარსკვლავებს.სცადეთ ცხენებით ჯირითი.წადით ხელოვნების ნიმუშების გამოფენაზე.იცურეთ ზღვაში, ოკეანეში, დახურულ აუზზე.გააკეთეთ ისეთი რამ, რაც ბავშვებს გაახარებთ, მაგალითად ბალიშებით ჩხუბი ან ლეგოთი თამაში.გამოაცხვეთ ტორტი.განახორციელეთ თქვენი ფანტაზიები ;)ჩამოწერეთ სია იმ ოცნებებისა, რაც ორივეს გაქვთ.მიირთვით საუზმე ლოგინში.დარგეთ ხე.მოაწყვეთ ფეიერვერკი.მოამზადეთ ქაფიანი, სურნელოვანი აბაზანა…შეთანხმდით პატარ-პატარა კოდურ სიტყვებზე, რომელთა მნიშვნელობაც მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ.იარეთ კარატეს მეცადინეობებზე.წადით კაზინოში.მოამზადეთ საუზმე ერთად.დაკავდით სექსით ტელევიზორის წინ, სწორედ ამ მოსაწყენ დივანზე.იცეკვეთ სამზარეულოში, როცა ბავშვებს სძინავთ.
--
გამომიგზავნეთ თქვენც,თქვენი ინტიმური ისტორია,ფოტო,ვიდეო +18 Get email me: .
pinkani888.reposts@blogger.com
Комментариев нет:
Отправить комментарий