ორალური სექსით გონორეა გადადის?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ბაქტერიები, რომლებიც ორალური სექსის დროს გადადის, ჯანმრთელობისთვის საშიშ გონორეას იწვევს. ინფორმაციას ავრცელებს BBC. 
ორგანიზაციის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეოდორა ვის თქმით, ექსპერტებმა საფრანგეთში, იაპონიასა და ესპანეთში სამი უკურნებელი გონორეის ფორმა დააფიქსირეს.
"გონორეა - ეს ძალიან გონიერი ინფექციაა. რამდენჯერაც მის გასანადგურებლად ანტიბიოტიკს ღებულობთ, ინფექციის წინააღმდეგობის უნარი იზრდება", - აცხადებს თედორა ვი. 
გონორეა შესაძლოა გავრცელდეს სასქესო ორგანოზე, სწორ ნაწლავში და ყელში. სწორედ, მესამე შემთხვევა განსაკუთრებით აღელვებთ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს. როგორც ექიმი ვი განმარტავს, ანტიბიოტიკების გამო, გონორეა ყელის უკანა კედელზე ვითარდება. 
"როდესაც ყელის ტკივილის წამლებს იღებთ, ის შემდეგ ბაქტერია Neisseria-სთან (Neisseria gonorrhoea - გონორეის გამომწვევი ბაქტერია) რეაქციაში შედის", - აცხადებს ექიმი.
ექიმები აცხადებენ, რომ ბაქტერია Neisseria-სთვის, სასარგებლო გარემოში მოხვედრის შემდეგ, გონორეა სუპერგონორეის ფორმას იღებს - მძიმე ფორმის ინფექცია, რომელიც თითქმის უკურნებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, შიდსის დაავადების რაოდენობის შემცირების გამო, ადამიანები ნაკლებად გამოიყენებენ დღეს პრეზერვატივებს, ეს კი ზემოთხსენებული ინფექციის განვითარებას უწყობს ხელს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий