10 სახალისო ფაქტი ორგაზმის შესახებ

 



დაივიწყეთ კომპლექსები!

ჩვენთვის ცნობილია, რომ ორგაზმი- უდიდესი კმაყოფილების შეგრძნებაა, რომელიც ჩნდება სქესობრივი აქტის დროს. ფიზიოლოგიის თვალსაზრისით, ის არის დაგროვებული სასიამოვნო დაძაბულის თავიდან მოშორების მომენტი.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვიცით იმის შესახებ, თუ რა არის ორგაზმი, არსებობს კიდევ უფრო მეტი უცნობი რამ. ერთ-ერთმა ყველაზე ყურებადმა ვიდეორგოლმა ორგაზმის შესახებ დააგროვა 10 მილიონზე მეტი ნახვა. ამ ვიდეოში მწერალი და სამეცნიერო ჟურნალისტი ჰყვებიან ყველაზე არაჩვეულებრივი საგნების შესახებ, რომლებიც არის შესწავლის ობიექტი სექსუალურობის სფეროში და პირდაპირ ეხება სექსუალური სიახლოვის კულმინაციური მომენტის მიღწევას.

10 სახალსიო ფაქტი ორგაზმის შესახებ

  1. დედის საშოში ყოფნისას, ბავშვები შეიძლება მასტურბირებდნენ.
  2. ორგაზმის მისაღწევად აუცილებელი არაა სასქესო ორგანოების სტიმულირება.
  3. ორგაზმის მიღწევა შესაძლებელია ადამიანის სიკვდილის შემდეგაც (თუ ასტიმულირებთ წერტილს კუდუსუნის ზონაში, სადაც იმყოფება გავის ნერვის ფესვი, მაგალითად, ელექტროშოკის ზემოქმედებით, ეს დიდი ალბათობით გამოიწვევს ორგაზმს).
  4. ორგაზმმა შეიძლება გამოიწვიოს პირიდან არასასიამოვნო სუნი.
  5. ორგაზმს შეუძლია სლოკინის გაჩერება.
  6. მე-20 საუკუნის დასაწყისში ექიმები გამოწერდნენ ორგაზმს როგორც ნაყოფიერების ამაღლების საშუალებას.
  7. დანიელი ფერმერები დღემდე ასტიმულირებენ ორგაზმს ღორებში. ამისთვის მათ აქვთ სპეციალური პოსტერები და ვიდეოები.
  8. მდედრობითი სქესის ცხოველები აღწევენ ორგაზმს უფრო ხშირად, ვიდრე გვგონია.
  9. ადამიანის ორგაზმის შესწავლა ლაბორატორიულ პირობებში ძალიან რთული ამოცანაა.
  10. ... მაგრამ ეს ნამდვილად წარმტაცი საქმეა.

მათ ასევე მოყვეს იმის შესახებ, თუ როგორ აიღეს ინტერვიუ ქალისგან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის იღებს ორგაზმს მხოლოდ მასზე ერთი ფიქრისგან. ჟურნალისტმა ჰკითხა: „ შეგიძლიათ ამის ჩვენება ახლა?“ რაზეც თანამოსაუბრემ უპასუხა: „დაიცადეთ, ჯერ უნდა ვჭამოთ ჩვენი სადილი!“. შემდეგ სკამზე პარკში აჩვენა, როგორ ხდება ეს. ეს ორგაზმის ტიპი ცნობილია მეცნიერებისთვის როგორც ცელებრალური ან ავტონომიური სენსორული მერიდიონალური რეაქცია).

ლიტერატურაში აღწერილია ორგაზმები, რომლებიც იყო გამოწვეული მუხლზე შეხებით, წარბზე ხელის მოკიდებით ან ... კბილების გამოხეხვით. ეს შემთხვევები იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სიამოვნება არა მხოლოდ ჩვეული, არამედ ათასი სხვა მეთოდით. მხოლოდ უნდა ვიყოთ მზად ექსპერიმენტებისთვის და ვცადოთ რამე ახალი.

მეტი სიამოვნება

ჯერ კი გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ სექსუალური სიახლოვისგან მეტი სიამოვნება:

  1. არ აქციოთ სიყვარულით დაკავება რაღაც მონოტონურად. იყავით კრეატიული და მოიგონეთ ახალი რამ, რაც ორივეს მოგიტანთ სიამოვნებას.
  2. ისაუბრეთ პარტნიორთან იმაზე, რა მოგწონთ და რა არა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ სიყვარულით იყოთ დაკავებული, არამედ ეს განიხილოთ თქვენს საყვარელთან.
  3. ჯერ თქვენი თავი შეისწავლეთ. თუ კარგად იცნობთ თქვენს სექსუალურ მხარეს, ისიც გეცოდინებათ, რა მოგწონთ და რა არა. დაივიწყეთ ძველი მითები და ტაბუ.
  4. გახსოვდეთ, რომ სექსუალურ სიახლოვეში არ არსებობს არანაირი წესი. მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ და თქვენმა პარტნიორმა თავი თავისუფლად იგრძნოთ და იყოთ ერთი მთლიანი.
  5. იკითხეთ სექსუალური სიახლოვის შესახებ. ეს დაგეხმარებათ გაიფართოვოთ ცოდნა ამ სფეროში.
  6. არ დაგავიწყდეთ პრელუდია. ეს არის კარგი და სასიამოვნო ინტიმური ურთიერთობების საფუძველი.
  7. არაფერი გააკეთოთ ისეთი, რაც არ მოგწონთ ან იწვევს დისკომფორტის გრძნობას. განიხილეთ ეს თქვენს პარტნიორთან.
  8. შეარჩიეთ სიყვარულით დაკავებისთვის ისეთი მომენტი, როდესაც თქვენ ორივე მოდუნებული და კარგ განწყობაზე ხართ.
  9. დაივიწყეთ კომპლექსები. თითოეულ ტანს აქვს თავისი წუნი. მგრძნობელობა და ეროტიულობა ათასი რამისგან შედგება: ყურების, კოცნის, მოფერების უნარი. თავისუფლად იგრძენით თავი თქვენს სხეულში და უბრალოდ მიეცით თავს უფლება, დადნეთ სიამოვნებაში.

მიიღეთ სიამოვნება!

Комментариев нет:

Отправить комментарий