6 რომანტიული რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენს პარტნიორთან სექსის შემდეგ

 



თქვენ წინაშეა 6 რომანტიული მოქცევა, რომლის გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენს პარტნიორთან სექსის შემდეგ:

ალბათ, გაგიგიათ იმის შესახებ, რომ წინასწარი ალერსი- შესანიშნევი ხერხია ინტიმის სურვილის მოახლოებისთვის. ეს არის კეთილხელსაყრელი პროგნოზი წინასწარი ეტაპის ზრდისთვის ან ე.წ. პრელუდიისთვის, რომელიც ხელს უწყობს ორივე პარტნიორის დაკმაყოფილებას მათ სექსუალურ გამოცდილებაში. ეს ასევე ჰგავს კარგი რომანის კითხვას ან ნამდვილად კარგი ფილმის ყურებას. თქვენ იწყებთ ნელ გაცნობას პერსონაჟებთან, უღრმავდებით რა სიუჟეტის ხაზს. შემდგომი მოძრაობები სტრიქონებს შორის აღწევს კულმინაციურ მოქმედებას, და შემდეგ გელოდებათ სწორი ფინალი. ამასთან მთავარია ფინალური აკორდების დაწყობა ისე, რომ არ დატოვოთ ერთმანეთი შესაბამისი გამოცდილების გარეშე.

მაგრამ რა ხდება კულმინაციის შემდეგ? უბრალოდ ადგებით და წახვალთ? არა. ფილმი იშვიათად მთავრდება კულმინაციის შემდეგ. არის კიდევ ბოლო, რომელზეც უნდა იზრუნოთ. ეს ვერ იქნება ასე უცაბედი და მოულოდნელი. თქვენ ვერ დაასრულებთ ასე უბრალოდ მთელი კულმინაციის მწვერვალზე. აუცილებელია ამ მაღალი მთიდან ნელი დაშვების ხერხის ნახვა. და კონკრეტულად რა უნდა გააკეთოთ ინტიმური სიახლოვის დასრულებისას? ალბათ, ეს მართლა ბოლოა? პასუხია არა.

სექსოლოგები ამტკიცებენ, რომ ე.წ. „პოსტ-თამაში“ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პრელუდია. გახსოვდეთ, რომ სექსი პარტნიორთან არის თქვენი მასთან ფიზიკური სიახლოვის აბსოლუტური მწვერვალი.

თქვენ არასდროს არ იმყოფებით ასე ახლოს თქვენს პარტნიორთან ფიზიკურ დონეზე, როგორც სექსით დაკავების დროს. საკმაოდ აშკარაა, რომ სექსის შემდგომი მომენტები შეიძლება გახდეს თქვენთვის სწორედ ასეთი სიახლოვის დამყარების შესაძლებლობა. ეს არის სიახლოვისგან სარგებლის მიღების შანსი. სექსის შემდგომი მომენტები შეიძლება იყოს თქვენთვის შესანიშნავი საბაბი, რომ გაიგოთ, როგორ გააკეთოთ ეს. თქვენ არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდეთ თქვენი პარტნიორიდან უბრალოდ წასვლით სექსის მერე მაშინვე. არ უნდა მიატოვოთ თქვენი პარტნიორი კულმინაციის შემდეგ, და ჩაიძიროთ სიზმრების სამყაროში.

თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ შეძლებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველაზე ინტიმური და რომანტიული სიტუაცია, რომელშიც ორივე იმყოფებით. და თუ არ იცით, რა გააკეთოთ, მაშინ შემდეგი ინფორმაცია გახდება თქვენთვის საკმაოდ აქტუალური.

ასე რომ, თქვენ წინაშეა 6 რომანტიული ქცევა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს პარტნიორთან სექსის შემდეგ:

  1. შხაპის ერთად მიღება

სექსი შეიძლება ნამდვილად ჭუჭყიანი იყოს- როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, იწვევს რა ოფლიანობას ფიზიკური აქტიურობის შედეგად. ზოგჯერ ზოგიერთი „სხეულის წვენები“ შეიძლება გაგექცეთ, რაც გახდება ნამდვილი არეულობა. რატომაც არ წახვიდეთ აბაზანაში ერთად, რათა დაუბრუნოთ სისუფთავის გრძნობა თქვენს სხეულს? არასდროს არ იცით, რა შეიძლება მოხდეს. შესაძლებელია, სწორედ შხაპში მოგინდეთ ბობოქარი ემოციების გაგრძელება.

  1. ისევ გააკეთეთ ეს

რა გიშლით ხელს გაიმეოროთ ცოტახნის წინ განცდილი ვნების და ემოციების ქარიშხალი? დახარჯეთ დრო, რომ ისუნთქოთ და ერთმანეთს თვალებში შეხედოთ. დაიწყეთ ერთმანეთის კოცნით, და გაიმეორეთ ეს ისევ და ისევ. არ იჩქაროთ თქვენს მოძრაობებში, დაუბრუნდით წინასწარი ალერსის ეტაპს. როგორც კი იგებთ თქვენი პარტნიორის სრულ მზადყოფნას, არ გაჩერდეთ თქვენს მოძრაობებში. კარგი სექსი პირველ ჯერზე გპირდებათ იყოს ასეთივე შემდეგ ჯერზეც.

  1. ჩაეხუტეთ ერთმანეთს

დარჩით ფიზიკურ დონეზე, არ დაგავიწყდეთ თქვენი ენერგეტიკული ფონი. ფიზიკური სიახლოვე ყოველთვის არ ბრუნავს სექსის ირგვლივ. ზოგჯერ თქვენ შეიძლება შექმნათ ინტიმურობა უბრალო რომანტიული ჩახუტებების ხარჯზე. ეს უნდა იყოს შესანიშნავი ვარიანტი იმის შემდეგ, რაც ეს ესაა გაატარეთ სექსუალური ურთიერთობების დამღლელი სესია თქვენს პარტნიორთან.

  1. ისაუბრეთ საყვარელ თემებზე

სექსი შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზული საქმე განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც ნამდვილად აქვს მისი სერიოზულად მიღების ტენდენცია. საგნები შეიძლება გახდეს ნამდვილად გაჯერებული და ინტენსიური, რამაც შეიძლება ემოციურად დაგრთგუნოთ. თქვენ შეიძლება წინ წახვიდეთ ამაღლებული განწყობით, და ისაუბროთ სულელურ და სასაცილო თემებზე. მხოლოდ ასე მოიხსნით შესაძლებელი დაძაბულობის გრძნობას.

  1. შეხედეთ ერთმანეთს თვალებში

თვალები- ადამიანის სულის ანარეკლია, ხომ ასეა? ზოგჯერ ინტიმურობა შეიძლება იყოს რაღაც ასეთივე უბრალო, როგორც უბრალოდ თქვენი პარტნიორის თვალებში ჩახედვა. ამასთან, არ უნდა თქვათ არაფერი. თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ ერთმანეთის თვალებში ყურება დაღლით- იცით რა, რომ დაკავშირებული ხართ მჭიდრო ინტიმური ძაფით.

  1. მოიმარაგეთ საკვები

დამღლელი სექსი უზრუნებს თქვენს მადაზე. წადით უახლოეს კაფეში ან მოამზადეთ რამე სამზარეულოში. არანაკლებ ინტიმურია ერთმანეთის გემრიელად მომზადებული საჭმლით გამოკვება.

Комментариев нет:

Отправить комментарий