ყოველთვის არ არის მხოლოდ რომანტიკა.
- მთელი ეს მეგობრული სექსი- სოციალური ურთიერთქმედების ძალიან მოხერხებული სისტემაა. ყველაფერი ისე არ არის, როგორც აჩვენებენ ტელევიზორსა ან კინოში. ის, რომ მეგობართან გადაწყვიტეთ სექსი ვალდებულებების გარეშე, საერთოდ არ ნიშნავს, რომ ისევ წყვილი ხართ. ზოგჯერ სექსი უბრალოდ სექსია. და არაფერ მეტში არ გარდაიქმნება, თუ ეს არ გინდათ.
სულაც არ უნდა ინერვიულოთ ამ სიტუაციის გამო. თუ თქვენ ორივე ეთანხმებით იმას, რომ ურთიერთობები იქნება მხოლოდ ფიზიკური და ორივე პატიოსანი ხართ ამასთან დაკავშირებით, არ უნდა ინერვიულოთ. არ მისცე უფლება მედიას, გიკარნახოს, რა უნდა გააკეთო საწოლში: რადგან ყველაფერი ორმხრივი შეთანხმებით ხდება, ვერავინ წაგართმევს ამას.
- როგორ არალოგიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს სიმართლეა და უნდა მიიღო ის. სექსი ყოველთვის არ იქნება სექსუალური. ზოგჯერ სექსის დროს უხერხულად ან შერცხვენილად იგრძნობ თავს. და ეს სავსებით ნორმალურია. ასევე, ზოგჯერ სექსში ადგილი აქვს ისეთ ემოციებს, როგორიცაა მოწყენილობა და მრისხანება. ყველაფერი არ არის მხოლოდ რომანტიკა. სექსი- ძალიან ემოციური აქტია და მასში შეიძლება განიცადო არაერთი ემოცია. პორნოში ყველაფერი ადვილია, მაგრამ ცხოვრებაში სექსი სულაც არ არის ყოველთვის ასეთი ინტენსიური და კარგად შესრულებული. ყველაფერი დამოკიდებულია ქიმიაზე, რომელიც არსებობს შენსა და შენს პარტნიორს შორის.
- ზოგჯერ ემოციები, რომლებიც განცდილია სექსის გამო, შეიძლება იყოს ისეთი ინტენსიური, რომ ზემოქმედება მოახდინოს შენზე და ეს სრულიად ნორმალურია. დროდადრო უბრალოდ ტირილი მოგინდება. უბრალოდ ცრემლები წამოგივა, და ვერ ახსნი ამას. ყველაფერი კარგადაა! უბრალოდ ზოგჯერ სექსი ასე მოქმედებს განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებზე. ხოლო უცნაურად მოეჩვენება ეს თუ არა შენს პარტნიორს - ეს სხვა ისტორიაა.
- ზოგჯერ გექნება სექსი ისეთ პარტნიორებთან, რომლებიც ტოვებენ ნეგატიურ შთაბეჭდილებას და ესეც ნორმალურია. ყველაზე ხშირად შენ ვერც ახსნი რატომ განიცდი ასეთ ნეგატიურ გრძნობებს. უბრალოდ იცოდე, რომ მათი მოშორება შეგიძლია, თუ ვინმე სხვასთან გაატარებ ღამეს.
- აღარ უნდა იფიქრო იმაზე, რომ ტანსაცმლის ქვეშ იმალება სრულიად სხვა პიროვნება . ყველაზე ხშირად ისინი ისეთები არიან, როგორიც ტანსაცმელში. უბრალოდ გელოდება რიგითი იმედგაცრუება, თუ ელოდები აგრესიულობას პასიური ადამიანისგან.
- არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ შენთან სექსით დაკავება, თუმცა შენ ამას არ ელოდები. მაგრამ ეს ყოველთვის ისინი არ არიან, ვისთანაც შენ გინდა სექსით დაკავება. ან ისინი არ არიან ისეთი გამბედავები ინტიმური სიახლოვის საკითხებში. შეიძლება, ზოგჯერ შენც უნდა გადადგა პირველი ნაბიჯები.
- ეს ნორმალურია, თუ გინდა შესვენების გაკეთება ყველა ამ სექსუალური ექსპერიმენტისგან. შენ ხომ ცხოველი არ ხარ. მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დარჩე თამაშგარეთ ძალიან დიდი დროით. შეიძლება გამოტოვო შენი რიტმი და ამან შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. შეიძლება გადაეჩვიო, შენ ეს ხომ არ გინდა?
- სიყვარული ყოველთვის არ არის სექსზე უკეთესი. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ადამიანს უნდა იცხოვროს ისე, რომ თავი სხვას მიუძღვნას, ვინმეს ერთგული იყოს. მაგრამ შენ ასეთი არ ხარ. მათ და სხვებმა არ უნდა მოგახვიონ თავს თავისი ცხოვრების ფილოსოფია. შენ პიროვნების ისეთი ტიპი ხარ, რომელიც ნახულობს ცხოვრების აზრს სიამოვნებაში, და არავინ არ უნდა გასწავლოს სხვა რამე. არავინ არ უნდა წაგართვას ეს . თუ ცინიკოსი ხარ სიყვარულის კუთხით და მანიაკი სექსის კუთხით, მაშინ ისეთივე სრულყოფილი პიროვნება ხარ, როგორც სხვები.
- შეიძლება ასეც იყოს, რომ შეგიყვარდება ის, ვისთანაც გაქვს სექსი, და მაინც არ მოგინდება მასთან ყოფნა. რადგან, როგორც არ უნდა გიყვარდეს ის, მაინც ჯერ კიდევ ძალიან ძლიერ აფასებ შენს პირად თავისუფლებას. გახსოვდეს, რომ სექსი ავტომატურად არ გაბამს პარტნიორთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий