მეგი და ბექა

გამარჯობათ.ამასწინათ წავიკითხე ერთი გოგოს სასიყვარულო ისტორია და გადავწყვიტე მეც დამეწერა ჩემი ამბავი. ვარ 20 წლის. 2წლის წინ შეყვარებული გარდამეცვალა,საშინლად ვიყავი,ფსიქოლოგთან დავდიოდი იმდენად ვიყავი განადგურებული ამ ამბის გამო.სიყვარულის აღარ მჯეროდა,არ მეგონა თუ ოდესმე ვინმეს შევიყვარებდი.უზომოდ მიყვარდა ჩემი შეყვარებული,ხოლო მისი გარდაცვალება ჩემს სიკვდილადაც მიმაჩნდა.ამ ამბიდან 1წლის შემდეგ ჩემი დაქალის დაბადების დღეზე ერთი ბიჭი გავიცანი ექა ჩემი თანატოლი,უფროსწორედ დაქალმა გამაცნო,მისი კლასელი ყო.ვისაუბრეთ,დავმეგობრდით,ავტობუსითაც ერთად ვიმგზავრეთ,ჯერ მე ჩამოვედი ხოლო შემდეგ ის ტელეფონის ნომერი გამომართვა და შეგეხმიანებიო,ძლიან გამიხარდა შენი გაცნობაო.გავიდა 4 თვე ჩვენ დავვახლოვდით და კარგი მეგობრები გავხდით.,მაგრამ ბექა ძალიან თბილად მექცეოდა ძალიან ყურადღებიანი იყო.ერთ დღეს საშინლად ვიყავი ჩემი შეყვარებულის გამო გამახსენა თავი ჩემმა უბედურებამ.საღამოს ბექა მირეკავდა ხმაზე შემატყო რომ ცუდად ვიყავი არაფერი არ უთქვამს,მე-2 დღეს მესტუმრა,დიდი ხანია მესაუბრა და პირდაპირ მითხრა დროა ახალი ცხოვრება დაიწყო და წარსული დაივიწყო,შენი შეყვარებული არ გაბრაზდება ტუ სხვას იპოვი,პირიქით მარლიდან გხედავს და ბედნიერი იქნება თუ ცხოვრებას განაგრძობო,მე ეს შეუზლებელია თქო ვუპასუხე,ბექა გაჩერდა და რამდენიმე წუთის შემდეგ მეგი მე მიყვარხარ და მინდა გაგაბედნიეროო მითხრა,ხო ძალიან სემიყვარდი და ვერ გეუბნებოდი ამასო.გავოცდი ეს რომ გავიგონი ჩემთვის მოულოდნელი იყო.ასე 1 კვირა არ მინახია არც ვწერდი და არც ვურეკავდი.ციფიქრე მის სიტყვებზე და ვცადე მეც შემეყვარა ვეცადე დამევიწყა წარსული და მომავალზე მეფიქრა ვიცოდი რთული იქნებოდა მაგრამ არა შეუძლებელი.ბექას დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე იმ დღიდან მიყოლებული შეყვარებულები ვართ,ვგრძნობ რომ მოეცა შანსი ისევ შემეყვრა უზომოდ ვინმე,დღს ბექა ძალიან მიყვარს და მასაც ვუყვარვარ,ალბათ უფალმა გამომიგზავნა თავის დროზე მისი თავი! ასე 1-2 წელიწადში დაქორწინებას ვაპირებთ და ძალიან ბედნიერები ვართ.ყველას ვისაც მსგავსი სირთულეები შეგხვედრიათ გირჩევთ ცხოვრებაზე ხელი არ ცაიქნიოთ,ცხოვრება გრძელდება და მე-2 შანსს იყოთ ბედნიერები აუცილებლად იპოვით.გმადლობთ ყურადღებისათვის! (მეგი ფარტენაძე)

Комментариев нет:

Отправить комментарий