ფიქრობ, ციფრულ სამყაროში გადაინაცვლო? ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, როგორ დაიცვა პირადი ინფორმაცია.
ფაქტია, რომ ტექნოლოგიებმა რევოლუცია მოახდინა სექსში და არაერთი მიმართულებით გაალამაზა იგი. როცა არ ვართ დაკავშირებული ფიზიკურად, შეგვიძლია დავუკავშირდეთ სნეპჩეთით, ინსტაგრამით, ფეისთაიმით, სკაიპით და კიდევ უამრავი სხვა საშუალებით. თუმცა პირადი ინფორმაციის დაცვა ის სფეროა, რომელშიც ცვლილებები ყოველთვის კარგი არ იყო. ადრე შეყვარებულისთვის განსაკუთრებული ფოტოს გაზიარება, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, იმას ნიშნავდა, რომ ამ ფოტოს მისი რამდენიმე მეგობარი ნახავდა. დღეს კი ინტერნეტმა პირადი ინფორმაციის დაცვის დარღვევები სრულიად ახალ დონეზე აიყვანა.
პირველ რიგში, ერთი რამ უნდა განვმარტოთ: არ არსებობს გარანტია, რომ სრულიად ანონიმური დარჩებით ინტერნეტში. თუმცა არსებობს გზები, იზრუნო საკუთარ უსაფრთხოებაზე, თუ გინდა ამის ონლაინ გაკეთება. აქ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას უსაფრთხოებაზე, როდესაც გადაწყვეტ შენს მეორე ნახევართან ურთიერთობისას ტელეფონი ან კომპიუტერი გამოიყენო.
- მიიღე თანხმობა
თანხმობა ონლაინ სექსისა თუ სექსტინგისთვისაც ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ურთიერთობისას. ყოველთვის დარწმუნდი, რომ შენს პარტნიორს უნდა შენგან მესიჯების მიღება. თუ ახალ ვინმეს ხვდები, თავი შეიკავე სექსტინგისგან, სანამ ნდობა არ გაჩნდება და ერთმანეთს კარგად არ გაიცნობთ. თუ შენ და შენი პარტნიორი 18 წელს ქვემოთ ხართ, გაარკვიე რა სამართლებრივი წესები არსებობს სექსტინგზე შენს ქვეყანაში.
- ილაპარაკე დეტალებზე
მას შემდეგ, რაც გაარკვევთ, რომ ორივე თანახმა ხართ, ციფრულ სამყაროში გადაიტანოთ თქვენი ურთიერთობა, ისაუბრეთ პირადი ინფორმაციის დაცვაზე. თანახმა ხარ, შენი პირადი ინფორმაცია სხვას გაუზიარონ? გინდა, ნახვის მერე წაშალონ შენი შეტყობინებები? პატივი ეცი მათ სურვილებს და ცხადად ისაუბრე საკუთარზეც.
თუ აპირებ პირადი ფოტოს გაგზავნას ან უაღრესად თამამი ვიდეო საუბრის ქონას, გადაამოწმე პარტნიორთან, რომ ზარი ნამდვილად მხოლოდ თქვენ ორს შორის იქნება. დახურე კარი, გამოიყენე ყურსასმენი და, ყოველი შემთხვევისთვის, დაფარე შენი ეკრანი. თუ შენ და შენი პარტნიორი სხვადასხვა დროის ზონებში ხართ ან უბრალოდ სხვადასხვა განრიგი გაქვთ, დარწმუნდი, რომ გარეთ, ოფისში ან კლასში შესაძლებელია შეტყობინებების მიღება. ზოგისთვის ეს შეიძლება მაგარი იყოს, ზოგისთვის – არა.
- გადაამოწმე შეტყობინების შინაარსი
შეტყობინების გაგზავნამდე ან ვიდეო ზარის გაკეთებამდე, დარწმუნდი, რომ ყველა შესაძლო რისკი გაითვალისწინე. სმარტფონები და კომიუტერები ხშირად დაკავშირებულია ქლაუდის სისტემასთან და, როგორც კი მასალა ინტერნეტში ხვდება, ის შეიძლება სამუდამოდ დარჩეს იქ.
მეტი ანონიმურობისთვის, ჩამოჭერი ნებისმიერი იდენტიფიცირებადი დეტალი, მაგ. სახე, ტატუ, თანდაყოლილი ნიშნები, პოსტერები ან ნივთები, რაც შეიძლება სხვამ იცნოს. თუ გინდა, დატოვო იდენტიფიცირებადი დეტალები, კარგად დაფიქრდი, რამდენად თანახმა ხარ, ეს მასალა საჯარო გახდეს. შეგიძლია სიტყვიერ კომუნიკაციაზე შეჩერდე. სიტყვებიც შეიძლება ძალიან სექსუალური იყოს და იმაზე ნაკლებად საშიშია, ვიდრე შიშველი ფოტო.
ბევრჯერ გადაამოწმე შეტყობინების ან ზარის მიმღები და რას უგზავნი მას. ყველა ნამდვილად არ დააფასებს მოულოდნელ სურპრიზს.
- დაიცავი შენი მოწყობილობები
არ არსებობს სრული დაცულობა და ანონიმურობა (ყოველთვის არსებობს ტელეფონით ან კომპიუტერით სქრინშოთის გადაღების რისკი), ზოგიერთი აპლიკაცია გვთავაზობს მესენჯერის ალტერნატივას. სცადე, გამოიყენო დაშიფრული აპლიკაცია (მაგ. ვოთსაფი, სიგნალი, ბიპი), რათა თავი დაიცვა თვალთვალისგან. აქ წარმოგიდგენთ თითოეული მათგანის დადებით და უარყოფით მხარეებს. რომელ აპლიკაციასაც არ უნდა იყენებდე, წაიკითხე პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ და კითხვა-პასუხის განყოფილება (მოსაწყენია, მაგრამ ღირს), რათა გაიგო, როგორ შეიძლება გამოიყენოს კომპანიამ შენი ინფორმაცია, თუ მათ პირობებს დაეთანხმები. კარგად დაფიქრდი, რა ინფორმაციას აზიარებ (ელ-ფოსტა, საცხოვრებელი მისამართი, სოციალური მედიის შესახებ ინფორმაცია) და გაიგე იმ აპლიკაციის პირობები, რომელსაც იყენებ.
მოწყობილობები ინახავენ მთელ რიგ მონაცემებს, მაგალითად, სად და როდის გადაიღე ფოტო ან ვიდეო. დამალე EXIF მონაცემები, რომელსაც შენი ტელეფონი იწერს. ამის გაკეთება იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენია.
კარგი იქნება, თუ კამერას დაფარავ, როცა არ იყენებ. შეიძლება მეტისმეტი მოგეჩვენოს, მაგრამ კამერით დაჰაკვაც შესაძლებელია. თუ ფეისბუქის და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელები აკეთებენ ამას, ალბათ, შენც უნდა გააკეთო.
- იცოდე, მოწყობილობებს (მაგ. შენს ტელეფონსა და კომპიუტერს) შორის კავშირებზე
ქლაუდ სისტემის წყალობით, ზოგიერ მოწყობილობას აქვს აპლიკაციები, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მაგალითად, შენი მესიჯები შეიძლება რამდენიმე მოწყობილობაზე ჩანდეს. მაგალითად, შენი შეყვარებულის გამოგზავნილი მესიჯი იმაზე, რას გიპირებს მოგვიანებით, შეიძლება ამოხტეს ლეპტოპის ეკრანზე, როცა შენი პატარა და იყენებს მას. გამორთე ეს ფუნქცია ან ახლოს იქონიე ყველა შენი მოწყობილობა ონლაინ სექსის დროს. შეგიძლია შეცვალო შეტყობინებების მიღების ფუნქციაც და მიღებული შეტყობინებები დაფარული გახადო.
- მართე საკუთარი მოწყობილობები
შეეცადე ფოტოები სადმე საიმედოდ შეინახო (მაგ. სხვადასხვა მყარ დისკზე ან მეხსიერების ბარათზე), რათა თავიდან აიცილო არასასურველი ყურადღება მეგობრისგან ან ოჯახის წევრისგან. თუ გადაწყვეტ, სექსტი გაგზავნო სამსახურში ყოფნისას პირადი ტელეფონიდან ან სამსახურის კომპიუტერიდან, გაითვალისწინე დამსაქმებლის პოლიტიკა. ზოგიერთი დამსაქმებელი აკონტროლებს მისი ვაიფაის მეშვეობით განხორციელებულ ქმედებებს.
მართალია, არ არსებობს ონლაინ სექსის ერთი სრულიად დაცული და ანონიმური ხერხი, მაგრამ არსებობს უამრავი გზა, როგორ დაიცვა თავი პოტენციური რისკებისგან. თუ გიღირს ამის გაკეთება, ჯობია, უსაფრთხოდ გააკეთო.
Комментариев нет:
Отправить комментарий