სგგი არის სექსუალური გზით გადამდები ინფექციები. ყველას, ვისაც ჰქონია სექსუალური აქტივობა, შეიძლება ჰქონდეს სგგი, არ აქვს მნიშვნელობა გეი ხარ, ლესბოსელი, ბისექსუალი, ჰეტეროსექსუალი, ერთი პარტნიორი გყოლია თუ მეტი.
ვინაიდან ყველა სექსუალური გზით გადამდები ინფექციის მკურნალობა შეიძლება, მისი ქონა არ ნიშნავს შენი სექსუალური ცხოვრების დასასრულს. ხანდახან ახალგაზრდებს უჭირთ აღიარება, რომ შეიძლება სგგი ჰქონდეთ, რადგან რცხვენიათ. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ინფექციები ძალიან ხშირია და შესაძლებელია მათი განკურნება.
სგგი – მთავარი ფაქტები
სექსუალური გზით გადამდები ინფექცია არის შემთხვევა, როდესაც სგგი-ის მქონე ადამიანთან კონტაქტისას ვითარდება ინფექცია ბაქტერიის, ვირუსის ან პარაზიტის შენ სხეულში მოხვედრის შემდეგ. ეს შეიძლება მოხდეს:
- ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსუალური აქტისას;
- სექსუალური სათამაშოების გაზიარებით;
- კანიდან კანზე კონტაქტისას (ეხება მხოლოდ რამდენიმე ინფექციას, როგორიცაა ჰერპესი და ადამიანის პაპილომა ვირუსი).
არსებობს რამდენიმე სახის ინფექცია:
- ბაქტერიული (მაგალითად, გონორეა და ქლამიდია) – განკურნება შესაძლებელია წამლებით;
- ვირუსული (მაგალითად, ჰერპესი და ადამიანის პაპილომა ვირუსი) – მათი განკურნება შეუძლებელია, მაგრამ ხდება სიმპტომების მკურნალობა.
საინტერესო ფაქტი:
თავდაპირველად სექსუალური გზით გადამდები ინფექციები მოიხსენიებოდა როგორც სექსუალური გზით გადამდები დაავადებები, თუმცა შემდგომში ტერმინი შეიცვალა, რაც გამოწვეულია შემდეგით: ვიღაც შეიძლება დაიფინცირდეს ინფექციით, მაგრამ არასოდეს გამოავლინოს სიმპტომები ან დაავადება. ის, რა თქმა უნდა, მაინც მოახდენს ამ ინფექციის გავრცელებას, მიუხედავად სიმპტომების არარსებობისა. ახალი ტერმინი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ სექსუალური გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია.
რჩევა:
ეცადე, არ მოახდინო შენი სიმპტომების თვითდიაგნოსტიკა იმის მიხედვით, რა წაიკითხე ვებ-გვერდზე. თუ ფიქრობ, რომ შეიძლება სექსუალური გზით გადამდები ინფექცია გქონდეს, აუცილებელია, ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობისთვის მიმართო ექიმს.
Комментариев нет:
Отправить комментарий