სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება სექსის არქონაა. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს უკვე იცოდი. შენ, ალბათ, ისიც იცი, რომ, სექსუალური გზით გადამდები ინფექციები განსხვავდება სერიოზულობის მიხედვით. ბევრი მათგანი ფრიად უწყინარია, რამდენადაც დროულად ხდება დიაგნოზირება და მკურნალობა, თუმცა ისეთებიც არის, რომლებიც შეიძლება ფატალური შედეგით დამთავრდეს ან სერიოზული გავლენა მოახდინოს შენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. ალბათ, ისიც იცი, რომ სექსუალური გზით გადამდები ინფექციების უმეტესობა სამყაროს დასასრული ნამდვილად არ არის, თუმცა მაინც ჯობია, თავიდან აირიდო, როგორც არ გინდა, რომ გაცივდე, სურდო შეგეყაროს ან სიმსივნე აღმოგაჩნდეს.
თუ სექსუალური კავშირი გაქვს სხვასთან, როდესაც შეხება გაქვს (ან მას აქვს) მისი სხეულის სითხესთან (ნერწყვთან, სპერმასთან, ვაგინალურ გამონადენთან ან სისხლთან) ან უშუალო შეხება გაქვს მის კანთან (ძირითადად, ლორწოვან მემბრანასთან, როგორიცაა პირის ღრუ და გენიტალიები), მაშინ სექსუალური გზით გადამდები ინფექციის რისკის წინაშე ხარ. ყველა ჩვენგანისთვუს არსებობს რისკი: მიუხედავად ჩვენი ურთიერთობისა და ოჯახური მდგომარეობისა, გენდერისა და ორიენტაციისა, ასაკისა თუ რასისა. თუ გინდა პარტნიორთან სექსი გქონდეს, იცოდე, რომ შეგიძლია სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რისკი 70-დან (აივ ინფექციისა და ჰერპესის) 90%-მდე (გამონადენით გადამდები ინფექციები, როგორიცაა ქლამიდია ან აივ ინფექცია) შეამცირო, რაც დამოკიდებულია ინფექციასა და ზომებზე, რომელთაც ამ რისკის შესამცირებლად იღებ. რისკის შემცირება შეგიძლია ისეთი სექსით, რომლის დროსაც სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისადმი ღია არ ხარ.
სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რისკის შემცირება ისეთი სექსის დროს, როდესაც ყველაზე ხშირად გადადის ასეთი ინფექციები (ორალური, ვაგინალური და/ან ანალური სექსი), შესაძლებელია შემდეგი მეთოდების გამოყენებით: ბარიერების (მაგ. კონდომის) გამოყენება, სექსუალური გზით გადამდები ინფექციებზე რეგულარული შემოწმება და მკურნალობა, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა, სიმთვრალისას სექსისგან თავის შეკავება, ჯანსღი ურთიერთობების ქონა და სექსუალური პარტნიორების რაოდენობის შემცირება. ამ წესებს უსაფრთხოს ვეძახით გარკვეული მიზეზის გამო: ისინი სექსს უფრო (თუმცა არა სრულებით) უსაფრთხოს ხდის. ისინი გვიმცირებენ რისკებს: თუმცა სრულად ვერ აქრობენ.
ყველაზე უკეთ რა ამცირებს სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რისკს?
სექსის არქონა სხვა ადამიანებთან. ეს არის ერთადერთი მდგომარეობა, როცა შეგიძლია თქვა, რომ სექსუალური გზით არ გადაგედება ინფექციები (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ, თუ სექსუალური შევიწროების ან ძალადობის მსხვერპლი გახდი, ეს არჩევანი წაგართვეს, ამიტომ შენი არჩევნის მიუხედავად, რისკის წინაშე შეიძლება მაინც აღმოჩნდე).
ან, თუ გინდა, გქონდეს სექსი, გაითვალისწინე სამი რამ:
- ყოველთვის და სწორად გამოიყენე დამცავი საშუალებები ნებისმიერი და ყველა ორალური ან ანალური სექსის დროს, სულ მცირე სექსუალური ურთიერთობის პირველი 6 თვის განმავლობაში;
- ყველა პარტნიორის შემთხვევაში, ურთიერთობის დაწყებიდან ყოველ 3-6 თვეში ჩაიტარე ახალი სრული გამოკვლევა, თუ ურთიერთობა ამდენი ხანი გაგრძელდა და შემდეგ უკვე წელიწადში ერთხელ;
- სასურველია, ყველა პარტნიორმა მისდიოს აღნიშნულ სტატიაში ჩამოთვლილი ჯანსაღი ცხოვრების წესებს.
ყველა ყოველთვის გამოიყენებს დაცვის საშუალებებს ნებისმიერი სახის სექსის დროს? არა, შეიძლება არ გამოიყენონ. შეიძლება ყველამ იმ სიხშირით არ გაიკეთოს ტესტი, როგორც საჭიროა, შეიძლება არ ჰქოდეთ საკმარისი წვდომა, შეიძლება არ იყვნენ საკმარისად ჯანმრთელი ან არ შეამცირონ პარტნიორების რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში, ზემოთ მოყვანილი ეტაპები არის იდეალური. ჩვენ გაწვდით ამ ინფორმაციას, რათა იცოდე, როგორ შეამცირო რისკები და გააკეთო გაცნობიერებული არჩევანი. ზოგი ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს ასეთი რისკების წინაშე, ზოგს უფრო მეტი თავდაცვა უნდა. თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, რა უნდა, რა სჭირდება, რაზე ჰქონდეს წვდომა, რისი გამკლავება შეუძლია და როგორ გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად.
პირველი ნაბიჯი: დაცვის საშუალებები
თუ აპირებ, გქონდეს სექსი სხვა ადამიანებთან, სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან თავის დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური გზა არის დაცვის საშუალებების (ლატექსის ან პოლიურეთანის კონდომის ან ხელთათმანის) მუდმივად და სწორად გამოყენება ნებისმიერი სახის ვაგინალური, ანალური და/ან ორალური სექსის დროს, ნებისმიერ პარტნიორთან. დაცული სექსის სხვა მეთოდები რეალურად ნაკლებად გიცავთ სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან. დაცვის საშუალებები ჰგავს უსაფრთხოების ღვედს, რომელსაც მართვის დროს ატარებ, ბალიშს ან ჩაფხუტს, რომელსაც სხვადასხვა სპორტში იყენებ: ეს ნივთები გეხმარება დაზიანებებისგან თავის არიდებაში მანქანის მართვისას ან თამაშის დროს. დაცვის საშუალებებიც ასე გეხმარება, თავი აარიდო ავადმყოფობას, თუ პარტნიორთან სექსს აპირებ. იდეალურია, თუ სექსუალური კავშირის დროს გამოიყენებ ყველა საშუალებას, თუმცა, როდესაც საქმე ეხება სექსუალურად აქტიური ადამიანების თავდაცვას, დაცვის საშუალებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
როდის რა გამოვიყენოთ
იდეალურ შემთხვევაში, აქ არის ჩამოთვლილი, რა უნდა გააკეთო, რომ თავი დაიცვა სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან, როდესაც სექსუალურად აქტიური ხარ. სია იწყება ყველაზე მაღალი რისკის მქონე აქტივობებით და სრულდება შედარებით დაბალი რისკის მქონე აქტივობებით:
- ანალური ან ვაგინალური აქტი: კონდომი და ლუბრიკანტი, რამდენიმე წვეთი შიგნით და ბევრი გარეთ, დაამატე საჭიროების მიხედვით (ყოველთვის გამოიყენე ახალი კონდომი, თუ ვაგინალური აქტიდან გადადიხარ ანალურზე, შეგიძლია გამოიყენოთ ქალის კონდომი);
- ანალინგუსი: სტომატოლოგიური საფენი, ლუბრიკანტი;
- ფელაცია (მინეტი): სურნელოვანი ან ულუბრიკანტო კონდომი;
- კუნილინგუსი: სტომატოლოგიური საფენი, ლუბრიკანტი (შიგნით);
- გენიტალიების ხელით სტიმულირება: ლატექსის ხელთათმანი ან ახალდაბანილი ხელი, ლუბრიკანტი.
უსაფრთხო სექსის ნაკრები
შეგიძლია შეიძინო უსაფრთხო სექსის ნაკრები, რომელშიც შევა ყველაფერი, რაც გჭირდება, რომ დაავადებებისა და ინფექციებისგან დაიცვა თავი. ეს ყველაფერი ერთად შეინახე, რათა შენ და შენს პარტნიორს ადვილად შეგეძლოთ აღება, რაც იმას ნიშნავს, რომ არ მოგიწევთ დიდი პაუზის გაკეთება სექსის დროს. ლუბრიკანტისთვის წინ და უკან სირბილმა ან ჩხუბმა იმაზე, ვის უნდა მოეტანა კონდომი, უსაფრთხო სექსი შეიძლება ცუდ სექსად აქციოს. აქ ჩამოთვლილი ნივთები შეიძლება შეიძინო ადგილობრივ აფთიაქებში, სურსათის მაღაზიაში, კლინიკაში, ონლაინ ან არასამთავრობო ორგანიზაციებში. რა უნდა შედიოდე უსაფრთხო სექსის ნაკრებში?
- კონდომი: სასურველია, არ იყიდო სპერმიციდული ან სურნელოვანი კონდომი (თუ სურნელოვანი ორალური სექსისთვის არ გჭირდება), ნებისმიერი სტილისა და ზომის, რისი გასინჯვაც შენ ან შენს პარტნიორს გინდათ. თუ ლატექსზე მგრძნობიარე ან ალერგიული ხარ, შეგიძლია შეიძინო ნიტრილზე ან პოლისოფრენზე დამზადებული რამდენიმე კონდომი. ქალის კონდომიც არსებობს, რომელიც არ არის ლატექსის. არასდროს არ გამოიყენო ცხოველების ქსოვილზე დამზადებული კონდომი უსაფრთხო სექსისთვის: ისინი არ ბლოკავენ მიკროორგანიზმებს. ფინანსური კრიზისი გაქვს? ოჯახის დაგეგმარების, სექსუალური ჯანმრთელობისა და მოზარდთა ზოგ ორგანიზაციას აქვს უფასო კონდომები, შეგიძლია მათ მიმართო უფასო კონდომებისთვის;
- ლატექსის ან ნიტრილის ხელთათმანი: იყიდება თითქმის ყველა აფთიაქსა და სუპრემარკეტში. შეგიძლია ექიმსაც სთხოვო, მოგცემენ საკუთარი მარაგიდან;
- სტომატოლოგიური საფენი: ეს არის ლატექსის თხელი საფენი, რომელიც გამოიყენება ვაგინის ან ანუსის დასაფარად. საფენი ლატექსის ან არალატექსის კონდომისგანაც შეგიძლია გააკეთო: აიღე მაკრატელი და კონდომი შუაზე გაჭერი! შეგიძლია აიღო ლატექსის ხელთათმანი, გადაჭრა თითები, შემდეგ გაჭერი უკანა (არასაჩვენებელი თითის) მხარეს და გამოიყენე საფენად. შეგიძლიათ ენა მოათავსო ცერა თითის ხვრელში და გამოიყენო საფენად;
- ლუბრიკანტი: ერთი ბოთლი ლატექსისგან დაცული, წყალზე დამზადებული სითხე. ლუბრიკანტი შეგიძლია შეიძინო ერთჯერადი მოხმარების მილებსა და პაკეტებში ან სხვადასხვა ტიპისა და სურნელის მქონე სითხე. არ გირჩევთ ლუბრიკანტის გათბობას ან გაშრობას, ვაგინალური სექსის დროს ნუ გამოიყენებ სურნელოვან ლუბრიკანტს;
- ერთი ბოთლი 100%-იანი ალოე ვერა. ხანდახან შენს კანს რეაქცია აქვს სექსზე, ზოგიერთ ლუბრიკანტსა და კონდომზე. ასეთ შემთხვევაში, მცირე რაოდენობით ალოე ვერას შეუძლია დაამშვიდოს შენი კანი და შეაჩეროს შეშუპება, რომელიც ზრდის დაავადების გადაცემის რისკს. ან იყიდე პატარა ფრჩხილების მაკრატელი, რომელსაც მოყვება დაცული ჩანთა, რომელშიც შეგიძლია შეინახო ხელთათმანები და კონდომები.
გახსოვდეს: უსაფრთხო სექსის ნაკრები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ყოველ ჯერზე თავიდან ბოლომდე და სწორად გამოიყენებ. კონდომის გამოყენება სექსუალური აქტის დაწყებიდან 10 წუთში ან საფენის გამოყენება კუნულინგუსის ბოლოში ვერ დაგიცავს რისკებისგან.
ლუბრიკანტი შენი მეგობარია! ლუბრიკანტი არამხოლოდ იცავს ლატექსის კონდომს გახევისგან, არამედ იცავს შენს გენიტალიებს ნაკაწრებისგან, რაც ზრდის ინფიცირების რისკს, განსაკუთრებით ისეთი სისხლის ინფექციების, როგორიცაა აივ-ინფექცია. მართალია, ბევრი კონდომი არის ლუბრიკანტით, მაგრამ მათზე სულ რამდენიმე წვეთი ლუბრიკანტია, რომელიც მალე შრება. დამატებით სითხე გიცავს და, როგორც წესი, დამცავ საშუალებების გამოყენებას ამარტივებს. დამცავ საშუალებებთან ერთად გამოყენებული ლუბრიკანტი არ უნდა შეიცავდეს ლატექსს. ლატექსის დამცავ საშუალებებთან ერთად არ უნდა გამოიყენო შემდეგი: სპერმიციდული ჟელე, ვაზელინი, ბავშვის ზეთი, მასაჟის ზეთი, მცენარეული ზეთი, კარაქი, ტანის ლოსიონი, კრემები ან ნერწყვი. ეს საშუალებები ნორმალურია მასტურბაციისთვის, ერთობლივი მასტურბაციისთვს და/ან იმ შემთხვევაში, როცა არ იყენებ ლატექსს, რადგან მათ შეუძლია ლატექსის გახევა.
არ გინდა დამცავი და უსაფრთხო სექსის სხვა საშუალებების გამოყენება, მაგრამ გინდა პარტნიორთან უსაფრთხო სექსი? არსებობს აქტივობები, რომლის დროსაც სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რისკი არ არსებობს ან ძალიან დაბალია, ამიტომ დამცავი საშუალებების არგამოყენება არ არის დიდი რისკი. ასეთი აქტივობებია:
- კოცნა (თუმცა შეიცავს ორალური ჰერპესის რისკს);
- ზოგადი სხეულის შეხება ან მასაჟი გენიტალიური კონტაქტის გარეშე;
- მშრალი სექსი (როცა ორივე პარტნიორი ჩაცმულია).
- ერთობლივი მასტურბაცია ან მარტო მასტურბაცია;
- მიმღები ანალური აქტი, როდესაც გამცემი პარტნიორი იყენებს სანიტარულად დამუშავებულ სექსუალურ სათამაშოს/დილდოს და არა პენისს;
- სექსუალური სათამოშითი თამაში, სადაც სათამაშო საერთოა, თუმცა იწმინდება ყოველი გამოყენების წინ;
- სატელეფონო სექსი ან კიბერსექსი;
- ფანტაზიების გაზიარება და/ან როლური თამაშები (ზემოხსენებული აქტივობების ფარგლებში).
გინდა, გამოტოვო ბარიერები? თუ 6 თვის შემდეგ პარტნიორები ასრულებენ ყველაფერს: 1) არიან ექსკლუზიური სექსუალურ ურთიერთობაში ერთმანეთთან და 2) თითოეულმა ჩაიტარა სექსუალური გზით გადამდები დაავადებების ახალი ტესტი და პასუხი უარყოფითია ან დადებითია, თუმცა სრულად ჩაიტარა შესაბამისი მკურნალობა, რის შედეგადაც ინფექციის რისკი რადიკალურად შემცირდა და ასეთად დარჩება, სანამ პარტნიორები ექსკლუზიურ სექსუალურ ურთიერთობაში იქნებიან, მხოლოდ მაშინ ითვლება შედარებით უსაფრთხოდ, შეწყვიტოთ ბარიერების გამოყენება (ჯერ კიდევ არ არსებობს მამაკაცებისთვის სანდო ადამიანის პაპილომა ვირუსის ტესტი, ამიტომ პაპილომას რისკი შეიძლება მაინც არსებობდეს მამაკაცებისთვის, რომელთაც სხვა სექსუალური გზით გადამდები ინფექციების ტესტებზე უარყოფითი პასუხი აქვს). ეს არ ეხება მხოლოდ ორი ადამიანის მონოგამიურ ურთიერთობას: ვიწრო პოლიგამიურ ურთიერთობებში, როდესაც, მაგალითად, სამი პარტნიორი მხოლოდ ერთმანეთთან არის სექსუალურ ურთიერთობაში და ყველა მათგანი ემორჩილება პროტოკოლს, ადამიანები ფაქტობრივად ისეთივე დაცულები არიან, როგორც 2 ადამიანის მონოგამიურ ურთიერთობაში, რომელშიც აღწერილი პროტოკოლი დაცულია.
თუ ხარ ღია ან ისეთ ურთიერთობაში, სადაც პარტნიორებს არ აქვთ სექსი ადამიანთა მცირე ჯგუფთან, ბოლომდე დარწმუნებული ვერ იქნები, მონოგამია თუ არა შენი პარტნიორი ან ჩაიტარა თუ არა ტესტები, ამიტომ უმჯობესია, გამოიყენო დამცავი საშუალებებ, მიუხედავად იმისა, რამდენი ხანი ხართ ერთად.
ზოგ ადამიანს მაინც ემართება სექსუალური გზით გადამდები ინფექციები მონოგამიურ ურთიერთობებში, იმკურნალეს, თუმცა კვლავ დაემართათ ინფექცია იგივე პარტნიორთან, რომელიც ამტკიცებს, რომ იმკურნალა და მონოგამია. როცა ასეთი რამ ხდება, უნდა გაიაზრო, რომ შენი პარტნიორი არ არის გულწრფელი. ან არ იმკურნალა ან/და არ არის მონოგამი. საუკეთესო რჩევა ასეთ დროს? მიატოვე პარტნიორი: არაგულწრფელი ადამიანი არ არის სანდო არც ემოციურად და არც ფიზიკურად. ამას თუ არ იზამ, მაშინ ყოველთვის მოსთხოვე დაცვის საშუალებების გამოყენება, რადგან სექსუალური გზით გადამდები ინფექციების მაღალი რისკის წინაშე ხარ.
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ „ბევრი პარტნიორის“ ყოლა ნიშნავს ერთდროულად რამდენიმე პარტნიორის ყოლას ან ზოგადად ბევრი პარტნიორის ყოლას. ეს ასე არ არის: შეიძლება პარტნიორთან მონოგამიურ ურთიერთობაში იყო, თუმცა, თუ მანამდე გყავდა ორი, სამი ან მეტი პარტნიორი, მაშინ ითვლება, რომ ბევრი პარტნიორი გყავდა. სერიული მონოგამია – ერთი მონოგამიური ურთიერთობიდან მეორეზე გადასვლა – არ გიცავს სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან. თუ პარტნიორი ღია ურთიერთობაშია ორ ადამიანთან, სადაც ყველა იყენებს დამცავ საშუალებებს და იტარებს ტესტებს, ის უფრო დაცულია, ვიდრე ადამიანი ერთი პარტნიორით, რომელიც ამ საშუალებებს არ მიმართავს.
რა ხდება, თუ პარტნიორს უკვე აქვს სექსუალური გზით გადამდები ინფექცია?
თუ ფიქრობ, რომ მარტო უმკლავდები სექსუალური გზით გადამდებ ინფექციას, იცოდე, რომ ასე არ არის: აშშ-ში, 15-25 წლის ასაკში თითქმის ყოველ მეოთხე ადამიანი ასე გრძნობს თავს. სექსუალური გზით გადამდები ინფექციის ქონა არ ნიშნავს, რომ ბინძური, ცუდი ან ვინმეზე ნაკლები ხარ, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ავად ხარ.
სექსუალური გზით გადამდები ინფექციების უმეტესობა სრულად იკურნება, თუ ხელმეორედ არ დაგემართა. პრობლემა ის არის, რომ იმდენი ადამიანი არ იკეთებს ტესტს, რომ დაინფიცირებული ადამიანების უმეტესობამ არც კი იცის, რომ ინფექცია აქვს. ხშირ შემთხვევაში სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებს არ აქვს გამოხატული სიმპტომები. დარწმუნდი, რომ რეგულარულად იტარებ ტესტებს, იგივე მოსთხოვე პარტნიორებსაც! თუ სექსუალური გზით გადამდები ინფექცია თავს წამოყოფს, დაუყოვნებლივ იმკურნალე და გააგებინე პარტნიორს, რათა მანაც იმკურნალოს. თავი შეიკავე სექსისგან, სანამ ტესტს რა გაიკეთებ, რათა დარწმუნდე, რომ აღარ გაქვს ინფექცია. ასევე დაგჭირდება, დაუბრუნდე დაცვის საშუალებების რუტინას: თუ დამცავი საშუალებები მიატოვე, თავდან დაიწყე 6-თვიანი პერიოდის ათვლა.
თუ სექსუალური გზით გადამდები ინფექცია გჭირს, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია, თუმცა არ იკურნება (მაგ. პაპილომა ვირუსი, ჰერპესი ან აივ-ინფექცია), დარწმუნდი, რომ ამის შესახებ შენმა პარტნიორმაც იცის, მიიღე დანიშნული წამლები, დაიცავი თავი სექსის დროს და მიმართე ექიმს მეტი ინფორმაციისთვის, როგორ იყო დაცული შენც და შენი პარტნიორიც. თუ თავს ცუდად გრძნობ ინფექციის გამო, ჰკითხე ექიმს დახმარების ჯგუფებისა და სხვა რესურსების შესახებ, სადაც შენს ემოციურ ჯანმრთელობაზე იზრუნებენ.
დაუცველი ანალური სექსი გაქვს, რადგან ფიქრობ, რომ ეს უსაფრთხოა? გთხოვ, გაიგე, რომ ასე არ არის. ანალური აქტი შეიცავს სექსუალური გზით გადამდები ინფექციების ყველაზე მაღალ რისკს, ამიტომ აქ ყველაზე მეტად არის საჭირო კონდომის გამოყენება.
შეგიძლია უსაფრთხო სექსი მხიარულიც გახადო. როცა თქვენს ურთიერთობაში კონდომის გამოყენებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ოთახი კონდომებით გაავსოთ, ვითომ ბუშტებია. კონდომების დღეს გილოცავთ! ან იყიდე ბრჭყვიალა კონდომი და არ უთხრა არაფერი პარტნიორს, სანამ შუქს არ ჩააქრობთ. სურპრიზი! ლატექსის ხელთათმანებისა და ლუბრიკანტის შემთხვევაში, ითხოვე სტატოსკოპი და ექიმობანა ითამაშეთ. ვაგინალური დამცავი საშუალებების გამოყენებისას გააკეთე სასაცილო პლასტმასის ბიკინი. თუ უხერხული სიტუაცია შეიქმნება, რადგან მხოლოდ ახლა სწავლობთ ამ საშუალებების გამოყენებას, იცინეთ. ოთახში მოფრიალე ხელთათმანი სასაცილოა, კონდომის გაკეთების მცდელობა კი შეიძლება ძალიან სულელური იყოს. ამით გართობა და ამაზე სიცილი, როცა ჯერ კიდევ უცხოა თქვენთვის ეს ყველაფერი, დაძაბულობას მოგიხსნით. სიცილი და თამაში ბედნიერი სექსუალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ გაიცინეთ და ითამაშეთ უსაფრთხოდ.
დაცულ სექსს თან ახლავს ფარული სარგებელი: დარწმუნებული ვარ, არ იცოდი, რომ კონდომს შეუძლია ერექციის შენარჩუნება და ნაადრევი ეაკულაციის თავიდან აცილება. დიახ, შეუძლია! იცოდი, რომ თითით პენეტრაცია ბევრად სასიამოვნოა ლუბრიკანტითა და ლატექსის ხელთათმანით? ლატექსის ხელთათმანი იცავს ვაგინისა და ანუსის ქსოვილს მაზოლების, კანისა და ფრჩხილებს დაკაწვრისგან. კონდომით ან ლუბრიკანტით აქტი კი უფრო სასიამოვნოა: ლატექსს უფრო ნაზი ტექსტურა აქვს, ლუბრიკანტი კი ხელს უშლის სიმშრალეს. და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ უსაფრთხო სექსზე გადასვლის შემდეგ უამრავი ახალი რამ აღმოაჩინა, რაც სექსს არამხოლოდ უსაფრთხოს, არამედ სასიამოვნოსაც ხდის.
თუ ელოდები, რომ სექსი ან მისი გარკვეული სახეობები შეამცირებს შენს რისკებს, მოლოდინი შეიძლება საინტერესო იყოს. ლოდინმა შეიძლება შენც და შენს პარტნიორსაც მეტი დრო მოგცეთ, რომ ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ, უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი ერთმანეთთან და წინასწარვე ისაუბროთ თქვენს სექსუალურ სურვილებზე. სულ რაღაც რამდენიმე წამია საჭირო კონდომის ან ხელთათმანის გასაკეთებლად, რაც ორივეს გიცავთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий