კოცნა, სექსი - ამ ყველაფრის ორგანიზება რთულდება, როდესაც სახლში ბავშვები არიან

გთავაზობთ სახალისო ისტორიებს, რომლებსაც მშობლები ჰყვებიან :

1. ღუტუნი

”ჩვენ დავაწვინეთ ბავშვები და ჩავთვალეთ, რომ თავისუფლები ვიყავით, მაგრამ სექსის დაწყებიდან 10 წუთში, საძინებელში ჩვენი 5 წლის ქალიშვილი შემოვიდა და დაიწყო წუწუნი იმის შესახებ, რომ ფანჯარასთან მჯდომი მტრედი ფრთებს აფართხუნებს და ხელს უშლის დაძინებაში. ჩემი ქმარი გაწითლდა და აბაზანაში გაიქცა. მე კი მას ავუხსენი, რომ ერთმანეთს ვუღუტუნებდით. – ”რატომ უღუტუნებდით ერთმანეთს პიჟამის გარეშე?” - იკითხა მან.



მეც ვუპასუხე: ”პიჟამაი გარეშე უფრო ძლიერად გეღუტუნება”. - დიანა 38 წლის.

2. სიცილი

”მე, ჩემი ქმარი და ჩვენი 2 ვაჟი (8 და 10 წლის) წავედით დასასვენებლად. ერთ საღამოს, 2 ჭიქა ღვინის შემდეგ, ბავშვები ფილმის საყურებლად დავსვით ტელევიზორთან, დავხურეთ მეორე საძინებლის კარი და დავიწყეთ გართობა. მოულოდნელად, უმცროსი შვილი შემოვიდა, მაგრამ ჩვენ ის ვერ შევამჩნიეთ. ის მაშინვე ძმის დასაძახებლად გაიქცა. 
მე და ჩემი ქმარი შიშვლები ვიყავით. ხალათი მოვიცვი და ოთახში გავედი. ორივე იჯდა და სიცილს ძლივს იკავებდა. «ეს არასოდეს დამავიწყდება!» – თქვა უფროსმა. საშინლად შემრცხვა.” – ლორა 49 წლის.


3. კარი

”4 წლის ქალიშვილი მულტფილმის საყურებლად დავსვით და საძინებელში განვმარტოვდით. კარი მოხსნილი იყო, რადგან სახლში რემონტი გვქონდა. რამდენიმე წუთში ბავშვი ოთახში შემოვიდა. კიდევ კარგი, რომ საბნის ქვეშ ვიყავით. სასწრაფოდ შევწყვიტეთ ყველაფერი და ოთახში გავიყვანეთ. საღამოს დასაძინებლად დავაწვინეთ და დაწყებული საქმის დასამთავრებლად, ისევ საწოლში შევძვერით, მაგრამ გავიგეთ, როგორ ადგა ჩვენი შვილი. მე ქმარს ვუთხარი, რომ არაფერი მოხდება ჩვენ შორის, სანამ კარს არ დააყენებს. კარი მეორე დღესვე დააყენა!” - ანა, 22 წლის.

4. ძილი

”როცა ჩვენი შვილი 3 წლის იყო, საძინებელში 
შემოვიდა და გვკითხა: ”დედა, სად არიან გარეული ცხოველები? მე მათი ხმები მესმის”. მე ვუპასუხე, რომ მოეჩვენა. ამ ამბავს დღემდე სიცილით ვიხსენებთ.” — ნინა, 38 წლის.


5. სარეცხი

”ჩვენ დავაწვინეთ ბავშვები და სექსით დავკავდით. უცბად, ოთახის კარზე 5 წლის ქალიშვილმა დააკაკუნა და თქვა: ”დედა, სარეცხის მანქანამ რეცხვა დაამთავრა”. მე ვერ მივხვდი, რაზე ლაპარაკობდა, მაგრამ მერე გავაცნობიერე, რომ რიტმული ბიძგები კედელზე ძალიან ჰგავდა სარეცხის მანქანის გაწურვის პროცესს. სიცილით ვუთხარი: ”ჰო, დამავიწყდა, რომ ვრეცხავდი”. — ლიზა, 27 წლის.

6. კოშმარი

”მე და ჩემი ქმარი შუა პროცესში ვიყავით, როდესაც კარზე ჩვენმა 8 წლის ბიჭუნამ დააკაკუნა. ის ჩემ დასამშვიდებლად მოვიდა, რადგან ეგონა, რომ კოშმარი დამესიზმრა”. – ელენე, 28 წლის.

Комментариев нет:

Отправить комментарий