ანალური სექსი არის სექსუალური აქტივობის ერთ-ერთი სახე, რომელშიც ჩართულია ანალური ნაწილი. ბევრი ადამიანი იღებს სიამოვნებას ანალური სექსისგან, მიუხედავად იმისა, ჰეტეროსექსუალია, ჰომოსექსუალი თუ ბისექსუალი. ამ სტატიიდან გაიგებ, არის თუ არა ეს შენთვის და, თუ კი, როგორ დაიცვა თავი.
რა არის ანალური სექსი?
ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ ანალური სექსის დროს მამაკაცის პენისი შედის ანუსში. თუმცა ამ დროს ანუსში შესასვლელად შეიძლება გამოვიყენოთ თითი ან სექსუალური სათამაშო. კიდევ ერთი ვარიანტია ანუსის სტიმულირება ენით.
ყველამ შეიძლება მიიღოს სიამოვნება ანალური სექსისგან, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა.
როგორ მქონდეს ანალური სექსი?
შეიძლება უცნაური იყოს, როდესაც სექსის დროს ანუსის მიდამოების შესწავლას იწყებ. ამიტომ დაიწყე ნელი შეხებითა და მოფერებით, რათა შეეჩვიო ამ იდეას. თუ არ მოგწონს, კარგი იქნება, თუ დაელაპარაკები პარტნიორს და აუხსნი, რომ ანალური სექსი შენთვის არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი იღებს სიამოვნებას ანალური სექსისგან, ბევრს ურჩევნია, არ შეიტანოს იგი სექსუალური აქტივობების ჩამონათვალში.
თუ გადაწყვეტ, გქონდეს ანალური სექსი, ყველაფერი ნელა გააკეთე და ესაუბრე პარტნიორს. თუმცა მზად იყავი, ნებისმიერ დროს შეწვიტო, თუ შენი პარტნიორი თავს კომფორტულად არ გრძნობს ან ტკივილს განიცდის.
შეიძლება დრო დაგჭირდეს, რომ ანალური სექსისგან სიამოვნების მიღება შეძლო. თუ პირველ ცდაზე ყველაფერი იდეალურად არ წავა, შეგიძლია მოგვიანებით სცადო, როცა კი ამის განწყობაზე იქნები.
შეიყვარე ლუბრიკანტი
ვაგინისგან განსხვავებით, ანუსი არ გამოყოფს საკუთარ ლუბრიკანტს (ან „ლუბს“), ამიტომ მნიშვნელოვანია კარგი პროდუქტის გამოყენება, რათა დაეხმარო პენისს ან სექსუალურ სათამაშოს, თავისუფლად იმოძრაოს და თავიდან აიცილო ანუსის შიდა დაზიანებები.
ნუ გამოიყენებ ლუბრიკანტად პარტნიორის სითხეს. კარგი იქნება, თუ გამოიყენებ წყალზე დამზადებულ ლუბრიკანტს, რომელიც სპეციალურად სექსუალური აქტივობებისთვის შეიქმნა. ზეთზე დამზადებულმა ლუბრიკანტებმა (როგორიცაა ლოსიონი ან დამატენიანებელი) შეიძლება დაასუტოს კონდომი და გაზარდოს მისი გახევის რისკი.
ჰომოსექსუალი მამაკაცები და ანალური სექსი
ჰომოსექსუალი მამაკაცები მთელ რიგ სიამოვნებას იღებენ სხვადასხვა სექსუალური აქტივობებისგან, მათ შორის ორალური სექსისგან, კოცნისგან, ერთმანეთის შეხებისა და ანალური სექსისგან.
ბევრ მამაკაცს მოსწონს პროსტატის სტიმულირება. პროსტატა არის თხილის ზომის ჯირკვალი, რომელიც მოთავსებულია შარდის ბუშტის ქვეშ და უაღრესად მგრძნობიარეა სტიმულირებაზე. თუმცა მასში და მის გარშემო ბევრი სისხლძარღვია და უხეშმა შეხებამ შეიძლება დააზიანოს, ამიტომ ყოველთვის ნაზად მოექეცი და ბევრი ლუბრიკანტი გამოიყენე.
უსაფრთხოება ანალური სექსის დროს
ქალების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ვაგინისა და ანუსის სტიმულირებისთვის არ გამოიყენო ერთი და იგივე თითი, რადგან შეიძლება მცირე რაოდენობით ფეკალიები მოხვდეს ვაგინაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზების ინფექციები (მაგ. ცისტიტი). იგივე ხდება, როდესაც ანუსის სტიმულირებისთვის გამოყენებული თითი პირში ხვდება. ამ დროს ადამიანს შეიძლება გადაედოს სექსუალური გზით გადამდები ისეთი ინფექციები, როგორიცაა ჰეპატიტი.
სასურველია, გამოიყენო ახალი კონდომი, რათა თავიდან აიცილო მსგავსი ინფექციები, თუ ანალური სექსის შემდეგ გაქვს ვაგინალური ან ორალური სექსი.
ტექნიკურად, ანალური სექსის დროს დაფეხმძიმება შეუძლებელია, რადგან შეუძლებელია სითხე ანუსიდან ვაგინაში მოხვდეს. თუმცა გაითვალისწინე, რომ ანალური სექსის შემდეგ სითხე შეიძლება გადმოიღვაროს და მოხვდეს ვაგინაში. კონდომის გამოყენება არის ფეხმძიმობისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალოება.
უსაფრთხოება ანალური სექსის, აივ და სექსუალური გზით გადამდები სხვა ინფექციების დროს
მიუხედავად იმისა, ქალი ხარ თუ კაცი, ჰეტეროსექსუალი თუ ჰომოსექსუალი, მნიშვნელოვანია, ანალური სექსის დროს თავი დაიცვა სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან, მათ შორის აივ ინფექციისგან.
ანუსის კედელი თხელია და შეიძლება ადვილად დაზიანდეს, რაც კიდევ უფრო დაუცველს ხდის მას ინფექციებისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ მიმღები პარტნიორი ხარ, დაუცველი ანალური სექსის დროს ასეთი ინფექციებით დაავადების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა სახის სექსუალური აქტივობისგან.
მართალია, „ზემოთ“ მყოფისთვის რისკი უფრო ნაკლებია, მაგრამ აივ ინფექციამ შეიძლება მაინც შეაღწიოს პენისში (შარდსაწვეთში) ნაიარევების, ნაკაწრების ან გამონაყარის მეშვეობით.
ანალური სექსის დროს შეიძლება გადაეცეს სექსუალური გზით გადამდები შემდეგი ინფექციები:
- აივ ინფექცია
- ქლამიდია
- გენიტალიური ჰერპესი
- გენიტალიური პაპილომა ვირუსი
- გონორეა
- სიფილისი
ანალური სექსის დროს თავდაცვა ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რისკის შესამცირებლად. დარწმუნდი, რომ ანალური სექსის დროს იყენებ კონდომს და დიდი რაოდენობით ლუბრიკანტს. ბევრი ადამიანი ანალური სექსის დროს უფრო სქელ კონდომს იყენებს, რადგან ასე თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს.
კარგი იქნება, თუ კონდომს გამოიყენებ იმ შემთხვევაშიც, როდესაც ანალური სექსის დროს სექსუალურ სათამაშოს იყენებ. დარწმუნდი, რომ კონდომს ყოველ ჯერზე ცვლი და ახალს იყენებ, თუ იმავე სექსუალურ სათამაშოს იყენებ ვაგინის სტიმულირებისთვის.
თუ გქონდა დაუცველი ანალური სექსი და ღელავ შესაძლო აივ ინფექციაზე, დაუყოვნებლივ მიდი ექიმთან. შეიძლება ჩაიტარო პოსტ ექსპოზიციურ პროფილაქტიკა (Post-Exposure Prophylactics – PEP). რათა თავიდან აიცილო აივ ინფექცია, თუმცა ეს უნდა გააკეთო აქტიდან 72 საათის განმავლობაში, რათა სასურველი შედეგი მიიღო. თუმცა პოსტ ექსპოზიციურ პროფილაქტიკა (Post-Exposure Prophylactics – PEP) არ ანაცვლებს კონდომს და არც ყველგან ხელმისაწვდომი არ არის.
Комментариев нет:
Отправить комментарий