„ორალური სექსის“ აღსანიშნავად უამრავი ტერმინი არსებობს. ორალური სექსი ნიშნავს პირისა და ენის გამოყენებით პარტნიორის გენიტალიების სტიმულირებას.
უნდა მქონდეს თუ არა ორალური სექსი?
სექსუალური აქტის მსგავსად, ორალური სექსის ქონაც სერიოზული გადაწყვეტილებაა და მნიშვნელოვანია, მზად იყო მისი შეცნობისთვის. თუ ვინმე ცდილობს, შემდეგი ფრაზებით დაგითანხმოს ორალურ სექსზე, მაშინ გვერდზე გადექი და დაფიქრდი, წნეხის ქვეშ ხომ არ ხარ:
- „არ ნიშნავს, რომ ნამდვილი სექსი გვაქვს, ისევ ქალიშვილი იქნები“.
- „თუ სექსი არ გინდა, მაშინ მე მაინც უნდა მასიამოვნო“.
- „ეს ისეთი სარისკო არ არის, როგორც სექსი“.
თუმცა ორალური სექსი შეიძლება პარტნიორთან ახალი სიამოვნებების აღმოჩენის კარგი საშუალება იყოს ისე, რომ არ გქონდეს სექსი. შესაბამისად, თუ პარტნიორთან თავს ბედნიერად და კომფორტულად გრძნობ, ორალური სექსი შეიძლება კარგი საშუალება იყოს ერთმანეთთან ფიზიკურად დაახლოებისა და იმის აღმოჩენისთვის, თუ რა აღაგზნებს თითოეულ თქვენგანს.
ბევრი ადამიანი პირველი ორალური სექსის დროს ნერვიულობს, მიუხედავად იმისა, იღებს თუ გასცემს მას. გახსოვდეს, რომ ყველა განსხვავებულია და დრო სჭირდება იმის გაგებას, ვის რა სიამოვნებს.
მამაკაცთან ორალური სექსი
თუ მამაკაცს ერექცია აქვს, მაშინ ის საკმარისად აღგზნებული იქნება ორალური სექსისთვის. თუმცა მაინც ჯობია, თუ ჯერ ხელით შეეხები, სანამ დაეხმარები ორალური სექსის შეგრძნებების გაჩენაში.
თუ არ ხარ დარწმუნებული, რამდენი სითხე გადმოღვაროს პარტნიორმა შენს პირში, ცერა და საჩვენებელი თითით მისი პენისის ირგვლივ გააკეთე რგოლი, რათა შეძლო მაშინ გააჩერო, როცა გენდომება. შეგიძლია ხელის დახმარებით იმ სიღრმემდე ჩახვიდე, სადამდეც თავად მიგაჩნია საკმარისად.
ბევრი მამაკაცისთვის ორალური სექსი ძალიან სენსიტიურია, ამიტომ ნაზად და ნელა დაიწყე და შემდეგ აუჩქარე ტემპს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადაწყვეტ მამაკაცთან ორალური სექსი გქონდეს, არ ნიშნავს, რომ მას უფლება უნდა მისცე, სპერმა შენს პირში გადმოღვაროს. რა თქმა უნდა, თუ მას კონდომი უკეთია, ეს პრობლემა არც იქნება და ორივე დაცული იქნებით სექსუალური გზით გადამდები და აივ ინფექციებისგან. მთლიანად შენზეა დამოკიდებული ისიც, რამდენი ხანი გააგრძელებთ აქტს.
ქალთან ორალური სექსი
სასურველია, ქალთან ორალური სექსის დაწყებამდე ცოტა ხანი აკოცო და მოეფერო. დაუთმე დრო მისი ზედა ბარძაყებისა და ვაგინის მიმდებარე ადგილების შესწავლას, რათა აღგზნებაში დაეხმარო.
ქალისთვის ვულვის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი არის კლიტორი, რომელშიც 8 000 მეტი ნერვული დაბოლოებაა. თუმცა მთლიანად მენჯის არეალში 15 000 ნერვული დაბოლოებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადგილი ძალიან სენსიტიურია. ნაზად გამოაცალკევე გარე ბაგეები და მოძებნე ვაგინა და კლიტორი მის ზემოთ.
დაიწყე ნაზად, მოდუნებული ენით ნელი მოძრაობები და გადადი სწრაფ მოძრაობებზე გამაგრებული ენით.
უსაფრთხოება და თავდაჯერებულობა
ორალური სექსი არ არის სექსუალური კავშირის უსაფრთხო ალტერნატივა, მიუხედავად იმისა, რომ ორალური სექსის დროს დაფეხმძიმება შეუძლებელია. სექსუალური გზით გადამდები ინფექციები, როგორიცაა ჰერპესი, გონორეა და სიფილისი, შეიძლება მაინც გადაეცეს, ამიტომ კონდომის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
მართალია, რისკი ძალიან დაბალია, მაგრამ ორალური სექსის დროს აივ ინფექციის გადაცემა მაინც შესაძლებელია. ეს შეიძლება მოხდეს, თუ ორალური სექსის მიმღებს აქვს სექსუალური გზით გადამდები ინფექცია გენიტალიების მიდამოებში ან ორალური სექსის მიმცემს აქვს გამონაყარი პირში ან სისხლდენა ღრძილებში.
ორალური სექსისგან თავი უნდა შეიკავოთ, თუ ერთ-ერთ თქვენგანს აქვს გამონაყარი პირის ღრუში, ვაგინაში ან პენისზე. ეს შეიძლება ინფექციის ნიშანი იყოს, ამიტომ ექიმს უნდა აჩვენოთ. ასევე, იცოდე, რომ ინფექციები ორალური სექსის დროს მაშინაც კი გადადის, თუ ისინი არ ჩანს ან სიმპტომები არ გაქვს.
ორალური სექსის დაწყებამდე პარტნიორთან თავდაცვაზე საუბარი საქმეს ბევრად გაგიმარტივებს. შეიძლება უხერხული იყოს, მაგრამ გახსოვდეს, რომ სექსის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ ამ თემაზე საუბარი გიჭირს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ორალური სექსის დასაწყებად მზად არ ხარ.
Комментариев нет:
Отправить комментарий