Показаны сообщения с ярлыком სექსი კლუბში. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком სექსი კლუბში. Показать все сообщения

მარიამი

ჯადოსნურ ზღაპარში აღმოვჩნდი მგონი. ყველაფერი მაჩუქა ამ ბიჭმა, რაც როდესმე მდომებია. ჩემი სურვილების ამსრულებელ ჯადოქრად დამყვებოდა უკან, სანამ ვიტყოდი, მანამდე ხვდებოდა, რა მინდოდა. თავისუფლება მაჩუქა, სურვილებსა და არჩევანში. თვალებში მიყურებდა და კითხულობდა ჩემს სურვილებს და მისრულებდა კიდეც. რასაც მინდოდა, იმას ვყიდულობდი მაღაზიებში, რასაც მინდოდა იმას ვჭამდი, არა დედაჩემის გამოწერილი “ჯანმრთელი” რაციონიდან, წიგნებიც მიყიდა და კი ვხვდებოდი, სულ ჩემთან უნდოდა ყოფილიყო, მაგრამ ხვდებოდა, რომ განმარტოება მჭირდებოდა და წიგნის ფურცლებში ჩაძირვა და რაღაცეებს იგონებდა ხოლმე ამ დროს, თვითონაც ვითომ რაღაცას კითხულობდა თავისივე მობილურში, მაგრამ რაღაც დროის მერე ვატყობდი ხოლმე, რომ უფრო მე მიყურებდა, ვიდრე მობილურის ეკრანს. საუზმისას მელოდებოდა, სანამ როგორც მიყვარდა,