Показаны сообщения с ярлыком ოჯახური დრამა. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ოჯახური დრამა. Показать все сообщения

შე ახვარო ქალოო, ასე მითხრა

რა უნდოდა, რას მერჩოდა. გუშინ გოგოებთან ერთად გვიანამდე ვიყავი შარდენზე და დავლიეთ ცოტა. ნუ ცოტა რა, ცოტათი დავიწყეთ და მერე მეზობელი მაგიდიდან ბიჭებმა კოკტეილები გამოგვიგზავნეს და ისეთი კაი ტიპები იყვნენ, რომ ჩვენს მაგიდასთან დასხდომის ნებაც მივეცით. მე გივიკო მომიჯდა გვერდით. აუ როგორი იყო რააა, შავი, საფეთქლებზე აპარსული თმა, ცოტა ჭაღარაშერეული, შავი თვალები და ნაცრისფერი, ძალიან მომდგარი მაისური თუ თხელი სვიტრი ეცვა, აშკარად რაღაც ძაან ბრენდული და ისე ლამაზად ჰქონდა მოტმასნილი, რომ ხელის მოკიდება მომინდა ეგრევე. ვისხედით, ვსაუბრობდით რაღაცეებზე, კარგად არც კი მახსოვს, რაზე, მაგრამ ძაან სასიამოვნო საღამო იყო და მერე წამოვედით გოგოები, ერთი კი მიკვირს, რატო არ გამოგვაცილეს, მაგრამ ტაქსი ხო მაინც უკვე გარეთ გველოდებოდა და სახლში როგორც მოვედი,